თბილისი (GBC) – თურქეთის სახაზინო და ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფინანსების ანალიზისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო. სისტემამ უკვე გამოავლინა 2 მილიარდ თურქულ ლირაზე მეტი მოცულობის ხარჯები, რომელთა გამოყენების ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

თურქული წყაროების ცნობით, ხელოვნური ინტელექტი ადრეულ ეტაპზევე აფიქსირებს შეცდომებსა და საეჭვო ოპერაციებს. ერთი წლის განმავლობაში სისტემამ დაახლოებით 150 მილიონი საბუღალტრო ჩანაწერი, 18 მილიონი საგადახდო დავალება და 10 მილიონი ელექტრონული ინვოისი გააანალიზა.

ფინანსების ციფრულმა მართვამ, სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის გამოყენება — დაახლოებით 200 მილიონი ფურცლის დაზოგვა გახდა შესაძლებელი.