GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სების ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგადახდო სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ფინანსური განათლების საკითხები და საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Visa-ს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.ნათია თურნავამ სების გადახდის მომსახურებების საკომისიოებისა და კომერციული ბანკების სადეპოზიტო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმის შექმნის პროცესში Visa-ს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეროვნული ბანკის ინიციატივით შექმნილი ახალი პლატფორმა, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა გადახდის მომსახურების პროვაიდერის საკომისიოები და კომერციული ბანკების სადეპოზიტო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთები, რაც მათ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.მხარეებმა ასევე ისაუბრეს „თბილისის ფინანსური სამიტის“ შესახებ, რომელიც წელს თბილისში მეორედ 27-28 ოქტომბერს გაიმართება. Visa გასული წლის მსგავსად, წელსაც სამიტის აქტიური მხარდამჭერია.შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური საგადახდო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.სების პრეზიდენტის ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მომხმარებლებს თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური საგადახდო მომსახურებები შესთავაზონ.Visa საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, Visa-ს აქტიური ბარათების რაოდენობამ 1.9 მილიონს გადააჭარბა.(R)
1785234894
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა - Tbilisi Logistics Center, Nikora Management Group, Sharm Trading, JAY Warehouse და LSG Solutions.აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასაწყობე ბაზარზე დღემდე არ არსებობდა ერთიანი მონაცემები, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა ინფორმაციას ფართის მოცულობაზე, ხარისხზე, ქირის დინამიკაზე, საკუთრების სტრუქტურასა და არსებულ საწყობებში გამოყენებულ ლოგისტიკურ მოდელებზე. ეს კი ართულებდა როგორც ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ისე პროექტების დაფინანსების შეფასებას. აღნიშნული კვლევა ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა.კვლევის მიხედვით, 2025 წელს თბილისში სასაწყობე ფართი 1.26 მლნ კვ.მ-ს შეადგენდა, თუმცა ამ მოცულობის 80%-ზე მეტი დაბალი კლასის საწყობები იყო. ამავდროულად, ქირა 2022 წლიდან 60%-ით გაიზარდა და 6.3 აშშ დოლარს მიაღწია კვ.მ-ზე. ეს ზრდა ნაწილობრივ სწორედ მაღალი კლასის ფართების დეფიციტით არის განპირობებული.გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2027 წლის ბოლომდე მიწოდება 31%-ით გაიზრდება. დაგეგმილი პროექტების 85% სამგორსა და თბილისის შემოსასვლელებშია კონცენტრირებული. გაზრდილი მიწოდების ფონზე კი ქირის სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაზრდილმა ქირამ კომპანიების ნაწილს საკუთარი საწყობების მშენებლობისკენ უბიძგა. კვლევის შეფასებით, ეს ნაბიჯი A კლასის საწყობისთვის ფინანსურად მიზანშეწონილია მინიმუმ 7,000 კვ.მ სტაბილური და გრძელვადიანი მოთხოვნის შემთხვევაში. დაბალი კლასის შემთხვევაში ეს ნიშნული უფრო დაბალია. ამის ფონზე, საბითუმოდ მოვაჭრე სექტორთან ერთად, FMCG და ელექტრონიკის სექტორის კომპანიებიც გადადიან ცენტრალიზებულ სადისტრიბუციო მოდელებზე მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გასაზრდელად.მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) წილი თბილისში ჯერ კიდევ მხოლოდ 8%-ია, თუმცა ზრდის პოტენციალი რეალურია - განსაკუთრებით ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნის ზრდისა და უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოსვლის კვალდაკვალ.„საქართველოს სასაწყობე ბაზარი ბოლო წლებში შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლილებების სრული სურათი ხელმისაწვდომი არ იყო. ეს კვლევა სწორედ ამ დანაკლისის შევსების მცდელობაა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ გალტ & თაგარტი გლობალურმა გამოცემა Euromoney-იმ კვლევების მიმართულებით ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ხარისხის, სიღრმისეული კვლევები და ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება არის ის, რამაც გალტ & თაგარტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მივაწოდოთ სანდო, კომპეტენტური და პრაქტიკული ანალიზი, რომელიც მათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გალტ & თაგარტის ვებგვერდს.(R)
1785232085
თამაშდება სამი მთავარი ფულადი პრიზი. პირველ ადგილზე გასული მომხმარებელი 80 000 ლარს, მეორე - 50 000 ლარს, ხოლო მესამე 20 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, კამპანიის განმავლობაში გათვალისწინებულია არაერთი დამატებითი საჩუქრებიც, მათ შორის PLUS ქულები, ფულადი პრიზები და სხვა.გათამაშებაში ჩასართავად მომხმარებელი კამპანიის პერიოდში ერთხელ მაინც უნდა შევიდეს საქართველოს ბანკის მობილბანკში. პირველივე შესვლისას ის საჩუქრად მიიღებს ერთ ბილეთს და ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.გათამაშების ფინალში გამარჯვების შანსი დაგროვებული ბილეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული - რაც მეტი ბილეთი აქვს მომხმარებელს, მით უფრო იზრდება მისი გამარჯვების შანსი.როგორ გროვდება ბილეთები?კამპანიის ფარგლებში ბილეთების დაგროვება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.ყველაზე მარტივი გზა მობილბანკში ყოველდღიური ოპერაციების შესრულებაა. ნებისმიერი გადახდა, გადარიცხვა მომხმარებელს აძლევს საჩუქრის ყუთს, რომლის გახსნის შემდეგ ის მიიღებს ფინალური გათამაშების ერთ გარანტირებულ ბილეთს. ზოგიერთ შემთხვევაში ყუთში, ბილეთთან ერთად, შეიძლება დახვდეს მომენტალური პრიზიც - PLUS ქულები ან გათამაშების 500 ბილეთი.ბილეთის მისაღებად აუცილებელია, მომხმარებელმა საჩუქრის ყუთი გახსნას.როგორ მივიღოთ მეტი ბილეთი?ბილეთების სწრაფად დაგროვების მეორე ეფექტური გზა სკივრია.სკივრის გასახსნელად საჭიროა 5 გასაღების შეგროვება, ხოლო თითოეული გასაღები მარტივი მისიის შესრულებით მიიღება. მისიებს შორისაა: კომუნალურის, ინტერნეტის ან ტელევიზიის გადასახადის გადახდა; მობილურის ბალანსის შევსება; ვალუტის კონვერტაცია; გადახდის ან გადარიცხვის შაბლონის შექმნა; ავტომატური გადახდის ან გადარიცხვის დავალების შექმნა; სხვა ბანკიდან თანხის გადმოტანა; თანხის მოთხოვნის ან თანხის გაყოფის ფუნქციის გამოყენება; ტრანზაქციების შესრულება შაბლონის ან ავტომატური დავალების გამოყენებით. სკივრის გახსნისას მომხმარებელი გარანტირებულად მიიღებს 50 ფინალური გათამაშების ბილეთს, ხოლო შემთხვევითობის პრინციპით შესაძლოა დამატებით მიიღოს ფულადი პრიზი - 2 000 ლარამდე ან 1000 ბილეთი.ფინალური გათამაშების ბილეთების დაგროვება შესაძლებელია საბარათე გადახდებითაც. კამპანიის პერიოდში Visa, Mastercard-ისა და American Express-ის სადებეტო ბარათით შესრულებული მინიმუმ 10-ლარიანი ერთჯერადი გადახდა მომხმარებელს დამატებით ერთ ბილეთს აძლევს. საბარათე ტრანზაქციებით შესაძლებელია დღეში 5 ბილეთის დაგროვება. გათამაშებაში ჩასართავად საჭიროა მობილბანკის განახლება და მასში შესვლა.ჩაერთე მობილბანკის გათამაშებაში, გაიგე მეტი.(R)
1785229776
საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის შეფასება და მისის პოტენციური გავლენა მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმზე; მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ძირითადი ფაქტორები საქართველოში: დინამიკა და სტრუქტურული ცვლილებები; კრიპტოვალუტები და ფინანსური გლობალიზაციის გამოწვევები: ინდივიდის მონეტარული არჩევანის ტრანსფორმაცია; ტრადიციული ბანკინგიდან ციფრულ ეკოსისტემებამდე: სუპერ აპლიკაციების ფენომენი და ნებადართული საბანკო საქმიანობა; საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: მრავალსახელიანი საკრედიტო ინსტრუმენტები. სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge(R)
1785229489
ობლიგაციების ინვესტორები ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების კუპონმა 7.5% შეადგინა, ევროს ტრანშის კუპონი კი 6.5%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები არსებული ობლიგაციების რეფინანსირებასა და სამომავლო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. აღნიშნული ტრანზაქციით კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების ხარჯები და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეძლო დამატებით სახსრების მოზიდვა სამომავლო პროექტების განსახორციელებლად.„ვულოცავ „ემპი დეველოპმენტს“ მორიგ წარმატებულ ტრანზაქციას. კომპანია აქტიური ემიტენტია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და მოცემული ემისიის გათვალისწინებით, განთავსებული აქვს $29 მილიონსა და €8 მლნ-ზე მეტი მოცულობის ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ აქტიურად ვპარტნიორობთ და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მე-4 და მე-5 ემისიები განვახორციელეთ. შედეგად, ერთობლივად ვაგრძელებთ ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ექვს კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 10 ტრანზაქციის ფარგლებში ₾400 მლნ-ის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე 60%-იანი წილი გვიჭირავს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.„მინდა მივულოცო „ემპი დეველოპმენტს“ $6.3 მილიონისა და €5.3 მლნ-ს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი.„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წელს კიდევ ერთხელ, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. „ემპი დეველოპმენტის“, როგორც აქტიური და წარმატებული ემიტენტის მიმართ ინვესტორების მაღალმა ნდობამ და კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებულმა წინა ემისიებმა შესაძლებლობა მოგვცა, წელს ბაზარს კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებოდით. შედეგად, $57 მლნ-ის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განვათავსეთ $6.3 მილიონისა და €5.3 მლნ-ს ობლიგაციები. „ემპი დეველოპმენტის“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ემისიის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ არსებულმა ინვესტორებმაც გამოხატეს ახალ ემისიაში მონაწილეობის სურვილი, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი პოზიტიური შეფასების კიდევ ერთი დასტურია. „ემპი დეველოპმენტი“ უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, - პაპუნა კაციტაძე, „ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.
1785229084
ორივე ლიდერი ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის სულისმოსახსენებელ ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება.ვაშინგტონში ჩასვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან და მის გუნდთან შეხვედრების მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და სტრატეგიული თანამშრომლობაა.Reuters-ის წყაროს ცნობით, კიევისთვის უმთავრეს საკითხს Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების შესყიდვაზე თანხმობის მიღება წარმოადგენს.ამასთან, მხარეები განიხილავენ დრონების შეთანხმების დასრულებასა და უკრაინისთვის Patriot-ის გზაგადამჭრელების წარმოების ლიცენზიის მინიჭებას. თეთრი სახლის ოფიციალური პირის ცნობით, ტრამპი ზელენსკისთან რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესსაც განიხილავს, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის ასივე წევრს შეხვდება.რაც შეეხება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, წყაროების ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიზანია ტრამპისგან მხარდაჭერის მოპოვება 27 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, მხარეები განიხილავენ ირანის კონფლიქტს, ისრაელ-ლიბანის დაძაბულობასა და „აბრაამის შეთანხმებების“ (Abraham Accords) გაფართოების პერსპექტივებს.ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც პენტაგონის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის დახმარების სრულად დახარჯვას 2029 ფისკალურ წლამდე არ გეგმავს, რის გამოც დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა უწყება გააკრიტიკეს.
1785227711
საელჩოს განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია მკაფიოა - შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ცენზურასა და შემზღუდავ კანონებს.„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი.მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობითა და ოპოზიციის ჩართულობით მიიღწევა, საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
1785222269
დღეიდან, თიბისის მომხმარებელ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ობიექტებში, QR კოდით გადახდის ფუნქციონალი დანერგონ. პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას კი, მომხმარებლები მეწარმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, მომენტალურად, როგორც თიბისის, ისე - სამი სხვა ბანკის მობაილბანკით შეძლებენ. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა სრულიად უფასოა, როგორც მეწარმეებისთვის, ისე - მათი პროდუქციის/სერვისის მომხმარებლებისთვის და მათ არანაირი საკომისიო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, რომელი ბანკის მობაილბანკიდანაც არ უნდა გადარიცხონ თანხა მეწარმის ანგარიშზე.თანხის QR კოდით გადახდის პროცესი ძალიან მარტივია და ამისათვის, პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, მობაილბანკში, პირადი ან საბანკო ანგარიშის მითითება საჭირო აღარ არის. მეწარმე თიბისის ბიზნეს მობაილბანკიდან აგენერირებს QR კოდს, ბეჭდავს მას და განათავსებს საკუთარ ობიექტში. მომხმარებელი კი, მობილური ტელეფონის კამერით, ობიექტში განთავსებული QR კოდს ასკანერებს და მისთვის სასურველი ბანკიდან მომენტალურად რიცხავს თანხას მეწარმის ანგარიშზე. ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მომხმარებლის, ისე - მეწარმის დროს და გადახდების პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის.„თიბისიში, მომხმარებლების უკუკავშირს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე კი, ვნერგავთ იმ ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე მეწარმეებისთვის QR კოდით თანხის ჩარიცხვის ფუნქციონალის დანერგვაც. დარწმუნებული ვარ, ახალი შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე - მეწარმეებისთვის და მათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს", - ანა კახურიშვილი, თიბისის ალტერნატიული გადახდების გუნდის ლიდერი.QR კოდით გადახდის ახალი ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: QR გადარიცხვები ბიზნესისთვის | თიბისი ბანკი(R)
1785221964
მტკივნეული იქნება თუ არა ღვინისთვის ახალი რეგულაცია?
1784104608
სებმა მომსახურების პირობების შესადარებელი პლატფორმა აამუშავა
1784186611
გოცირიძე ხუთშაბათის აუქციონის მოლოდინში
1784561940
ბანკებმა კაპიტალზე მოგება გაზარდეს - რეიტინგი
1784638320
თურქმენეთთან ახალ სატრანზიტო პროექტებზე მუშაობენ
1784276302