თბილისი (GBC) - კობახიძემ ყაველაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი. წილოსანი ამ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს შეცვლის, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია წილოსანის კანდიდატურა“, - წერია მთავრობის განკარგულებაში.

ხატია წილოსანი იყო „ქართული ოცნების" (2020 – 2024 წლებში) X მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი ასევე იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.