თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომლის თანახმად თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი 10 ივლისიდან უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს კობახიძე აწერს.

9 ივნისით თარიღდება კიდევ ერთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძის მიხეილ ყაველაშვილს წინადადებით მიმართავს, 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან თამარ ტალიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

სამთავრობო მედიის ცნობით, ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი უკვე მიიღო.

ვინ არის თამარ ტალიაშვილი?

  • თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია, იმისვის, რომ ია ამ თანამდებობაზე დაენიშნათ მას მოუწია დაეტოვებინა პარლამენტის დეპუტატის მანდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიით 2020 წლის ოქტომბერში მოიპოვა.
  • თამარ ტალიაშვილი (ორი ვადით) 2014 წლიდან, 2020 წლამდე იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ამ დროის განმავლობაში თავმჯდომარეობდა განათლებისა და კულტურის კომისიას.
  • ტალიაშვილი 2011 წელს წარდგენილი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნომინაციაზე, „ქალები საჯარო სამსახურში“. პოლიტიკაში წასვლამდე, თამარ ტალიაშვილი სხვადასხვა დროს იყო იურიდიული უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯერი USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტში, გერმანული ფონდის, GIZ-ის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

ვაშინგტონის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ბოლო ელჩი, დავით ზალკალიანი, 2024 წლის 30 ნოემბერს - გადადგა. მას შემდეგ 6 თვე გავიდა.