თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ახალ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლა იძლევა, საქართველოს და ჩინეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავებისთვის.
კობახიძემ და ციენმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსსა და მომაგვლის პერსპექტოვებზე.
პრემიერმა აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირად წვლილზე ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებაში და მას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
