თბილისი (GBC) – მოლდოვა უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილებით, გაუმარტივოს რუსეთის მოქალაქეობის მიღება სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობას.
მოლდავურ მედიაში აღინიშნება, რომ დნესტრისპირეთში ათობით ათასი ადამიანი აპირებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.
მოლდოვა ევროკავშირში დნესტრისპირეთთან ერთად აპირებს შესვლას. თუმცა, რეგიონის მოსახლეობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღება ამ პროცესს ხელს შეუშლის.
გარდა ამისა, დნესტრისპირეთში „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ მზადება უკვე დაიწყეს, რომელიც 13 დეკემბერს არის ჩანიშნული. მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიურომ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში „პრეზიდენტის“ არჩევა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სერიოზული გამოწვევაა.
მანამდე რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც კრემლს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი თავისი მოქალაქეების შეიარაღებული ძალებით დაცვის უფლებამოსილებას აძლევს.