თბილისი (GBC) – 9 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს გამართავს. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას, რომელსაც უმასპინძლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საჯარო, კერძო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

გალა კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები საქართველოდან: ლიზა ბათიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, გორის გოგონათა კამერული გუნდი.