თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარკ ლევინთან 19 აგვისტოს ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა: "მათ ყველაფერი წაიღეს, ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს, მაგრამ ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი".
ტრამპის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოვლენები მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა.
„ყირიმი ამ ქვეყნის გული და სული იყო. ის ძალიან ლამაზია. ობამამ თქვა, რუსეთს დაუთმეთ. როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ, უბრალოდ დანებდით. ეს არ იქნება ბრძოლა. დაფიქრდით ამაზე. მათ ეს ყველაფერი რუსეთს დაუთმეს. ეს ნამდვილად იყო კატასტროფული ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი ამ ქვეყნისთვის. ეს იყო დასაწყისი და ამაზე არავინ საუბრობს. თუ მე ამ მიწას დავთმობდი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა ჟურნალისა და გაზეთის ყდაზე ვიქნებოდი. როდესაც ის ობამამ დათმო, ისინი ამაზე არც კი საუბრობენ. წარმოგიდგენიათ? მე ყირიმი არ მიმიცია.
ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის ან რაღაც მსგავსი, ულამაზესი ყირიმი და ის ობამას გამო დათმეს. მედია კი ამაზე არც კი საუბრობს. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დროს წაიღეს. მათ ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს, მაგრამ ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი. ეს მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
რუსები პერიოდულად საქართველო-რუსეთის საზღვრის აღმნიშვნელ მავთულხლართებს თვითნებურად წევენ და საოკუპაციო ზონის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს სამიწათმოქმედო ნაკვეთებს ართმევენ, იტაცებენ და წლებია აწარმოებენ ჰიბრიდულ ომს.