თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნაზე, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამბიციური გეგმა აქვთ, საუნივერსიტეტო ფუნდამენტური რეფორმების. მუშავდება კონცეფცია, რომელიც მალე წარედგინება საზოგადოებას.

მისი თქმით, პრიორიტეტია რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი განვითარება 

ოცნება განათლების რეფორმაზე, მიმდინარე წლის 20 იანვარსაც საუბრობდა.

"იქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს, რომ 4 წლის პერსპექტივაში თვისებრივად გარდაიქმნას საუნივერსიტეტო სისტემა", - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

ანალოგიურ რეფორმაზე ის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც საუბრობდა. ის ამბობდა, რომ განათლების რეფორმა „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა.

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია“ და რომ „განათლების სისტემა გარე დავალებით წინა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო“, - ამბობდა მაშინაც პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფი ირაკლი კობახიძე.

კობახიძე ირწმუნებოდა, რომ „თსუ–ში პროფესორების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული და არ აქვთ კვალიფიკაცია“.

11 თვეში საქართველოს განათლების მინისტრი ორჯერ შეიცვალა. პირველად 2024 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც  პოსტზე, 9 თვით, ალექსანდრე წულაძე მოვიდა. განათლების ბოლო მინისტრის, გივი მიქანაძეს დანიშვნიდან (30 მარტი) კი ჯერ 2 თვეც არაა გასული.