საქართველოს ელექტროენერგეტიკა იმპორტდამოკიდებულ პერიოდში გადავიდა – Ga...
აგვისტოში
ელექტროენერგიის
მოხმარება შემცირდა2026 წლის
აგვისტოში ადგილობრივი
მოხმარება 3.6%-ით შემცირდა
და 1.3 ტვტ.სთ
შეადგინა.მოხმარება
შემცირდა როგორც საცალო
სეგმენტში (-3.5% წ/წ), ისე
პირდაპირ მომხმარებლებში
(-4.2% წ/წ) და აფხაზეთის
რეგიონში (-3.1% წ/წ).Galt & Taggart-ის
შეფასებით, 5 აგვისტოს
ორსაათიანი სისტემური
გათიშვის გავლენა თვის
ჯამურ მოხმარებაზე
უმნიშვნელო იყო.ამასთან,
აღრიცხულ კლებაზე გავლენა
იქონია მიკრო სიმძლავრის
სადგურების
გამომუშავებამაც, რომელიც
სტატისტიკაში მოხმარებას
აკლდება. ანალიტიკოსების
შეფასებით, ამ
გამომუშავების
გათვალისწინებით, 2026 წლის
აგვისტოში
ელექტროენერგიის
მოხმარება წლიურად 1.7%-ით
შემცირდებოდა,
ოფიციალურად აღრიცხული
3.6%-ის ნაცვლად.8 თვის ჭრილში
კი, მიკრო სიმძლავრის
სადგურების გამომუშავების
გათვალისწინებით,
მოხმარება წლიურად 4.4%-ით
გაიზრდებოდა, ნაცვლად
ოფიციალურად აღრიცხული
2.7%-ისა.„შესაბამისად,
მოხმარების დინამიკა
ნაწილობრივ ასახავს
მომხმარებლების მიერ
საკუთარი გენერაციით
მოთხოვნის
დაკმაყოფილებასაც“, –
აღნიშნავს Galt &
Taggart.ჰიდროგენერაცია
გაიზარდა, თბოსადგურებმა
მიწოდების 23.8%
უზრუნველყვეს2026 წლის
აგვისტოში ჰიდროგენერაცია
4.9%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ
შეადგინა.ენგურ-ვარდნილის
გამომუშავების 39.8%-იანი
კლება სხვა რეგულირებული
ჰესების (+82.0% წ/წ) და
დერეგულირებული ჰესების
(+39.5% წ/წ) ზრდამ
დააკომპენსირა.ქარისა და
მზის სადგურების
გამომუშავება 43.6%-ით, 0.012
ტვტ.სთ-მდე გაიზარდა. ეს
ახალი 10.8 მგვტ მზისა და 18.8
მგვტ ქარის სიმძლავრეების
დამატების ფონზე
მოხდა.თბოსადგურებმა
აგვისტოს ჯამური
მიწოდების 23.8%
უზრუნველყვეს, მაშინ
როდესაც 2025 წლის აგვისტოში
მათი წილი 23.0% იყო. მათი
გამომუშავება წლიურად
თითქმის უცვლელი დარჩა და
0.2%-ით შემცირდა.აგვისტოში
მუშაობდნენ გარდაბანი 1,
მტკვარი ენერგია და
თბილსრესის თბოსადგურები.
რამდენიმე დღე მუშაობდა
ჯიფაუერიც. „გარდაბანი 2“
გეგმიური რემონტის გამო
გაჩერებული იყო.Galt & Taggart-ის
შეფასებით, თბოგენერაციის
საჭიროება რამდენიმე
სისტემურმა ფაქტორმა
განაპირობა, მათ შორის
„იმერეთის“ ხაზის
გადატვირთვისა და
სისტემური გათიშვის
რისკის შემცირების
საჭიროებამ,
ენგურ-ვარდნილის
შემცირებული
გამომუშავების
ჩანაცვლებამ და
სისტემისთვის საჭირო
რეზერვების
უზრუნველყოფამ.ანგარიშის
მიხედვით, ენგურ-ვარდნილის
გამომუშავების კლება
შესაძლოა ივლის-აგვისტოს
სისტემური გათიშვების
შემდეგ წარმოქმნილ
ტექნიკურ შეზღუდვებს
უკავშირდებოდეს.8 თვეში
ელექტროენერგიის ექსპორტი
51.9%-ით შემცირდაGalt & Taggart-ის
შეფასებით, 2026 წლის
საექსპორტო სეზონმა
საექსპორტო ბაზრების
დივერსიფიცირების
საჭიროება გამოკვეთა.2026
წლის საექსპორტო სეზონი
მაისიდან ივლისის ჩათვლით
გაგრძელდა. წლის 8 თვეში
ელექტროენერგიის ექსპორტი
რაოდენობრივად 51.9%-ით
შემცირდა და 243 გვტ.სთ
შეადგინა, ხოლო
ექსპორტიდან მიღებული
შემოსავალი 53.8%-ით შემცირდა
და 10.7 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა.კლების მიზეზად Galt
& Taggart თურქეთის ბაზარზე
შემცირებულ ფასებს
ასახელებს, რაც, თავის
მხრივ, თურქეთში გაზრდილ
ჰიდრო და მზის გენერაციას
უკავშირდება.8 თვის
ექსპორტად აღრიცხული
მოცულობის 30.4%
აზერბაიჯანთან ტექნიკურ
გაცვლას წარმოადგენდა,
ხოლო დანარჩენი 69.6%
თურქეთში განხორციელებულ
ექსპორტზე მოდიოდა. ამ
მოცულობის ნახევარი ესკოს
ბარტერს
წარმოადგენდა.ამასთან,
საქართველოში საჭირო
გახდა ჭარბი
ჰიდროგენერაციის
ტექნიკური შეზღუდვა. Galt &
Taggart-ის შეფასებით,
მოცულობამ დაახლოებით 0.5
ტვტ.სთ შეადგინა, რაც 8 თვის
ჯამური განახლებადი
გენერაციის
6.1%-ია.ანალიტიკოსების
შეფასებით, ზაფხულის
შედეგები აჩვენებს, რომ
საინვესტიციო კლიმატი
სისტემის საჭიროებებს
უნდა მოერგოს.„ახალი
პროექტების
მხარდაჭერისას, მეტი
მნიშვნელობა უნდა
მიენიჭოს გამომუშავების
სეზონურობასა და სისტემის
საიმედოობაში მათ წვლილს,
რაც CFD-ის პირობებსა და
ტარიფებშიც უნდა აისახოს“,
– აღნიშნავს Galt &
Taggart.აგვისტოში კომერციული
იმპორტი და ექსპორტი არ
განხორციელებულა2026 წლის
აგვისტოში
ელექტროენერგიის
კომერციული იმპორტი და
ექსპორტი არ
განხორციელებულა.აგვისტოს
ელექტროენერგიის ბალანსში
აზერბაიჯანთან იმპორტისა
და ექსპორტის თითქმის
თანაბარი მოცულობები
დაფიქსირდა. ანგარიშის
მიხედვით, აღნიშნული
ნაკადები ტექნიკური
ხასიათისაა და
ენერგოსისტემების
სინქრონული პარალელური
მუშაობის უზრუნველყოფას
ემსახურება.2026 წლის
აპრილიდან ტექნიკური
ნაკადები იმპორტისა და
ექსპორტის სახით ცალ-ცალკე
აღირიცხება, მაშინ როდესაც
მანამდე მხოლოდ წმინდა
მოცულობა
აისახებოდა.აგვისტოში
ტექნიკური იმპორტის
საშუალო შეწონილი ფასი 6.5
აშშ ცენტი/კვტ.სთ
იყო.საბალანსო
ელექტროენერგიის ფასი 6.5
ცენტამდე გაიზარდა2026 წლის
აგვისტოში საბალანსო
ელექტროენერგიის მოცულობა
15.7%-ით შემცირდა და 0.3 ტვტ.სთ
შეადგინა, რაც იმპორტის
მოცულობის წლიურმა
შემცირებამ
გამოიწვია.საბალანსო
ელექტროენერგიის საშუალო
შეწონილი ფასი 4.7%-ით
გაიზარდა, ლარში კი ზრდამ 1.4%
შეადგინა. ფასი 6.5
ცენტი/კვტ.სთ გახდა.Galt & Taggart-ის
მიხედვით, ფასის წლიური
ზრდა საბალანსო
ელექტროენერგიის
მიწოდების სტრუქტურის
ცვლილებამ
განაპირობა.აგვისტოში
საქართველოს ენერგეტიკულ
ბირჟაზე ელექტროენერგიით
ვაჭრობა არ
განხორციელებულა.8 თვეში
მოთხოვნამ 10.35 ტვტ.სთ
შეადგინა2026 წლის 8 თვის
განმავლობაში
ელექტროენერგიის
მოთხოვნამ 10.35 ტვტ.სთ
შეადგინა, რაც წლიურად
0.4%-იანი კლებაა.ადგილობრივი
მოხმარება 9.76 ტვტ.სთ იყო და
2.7%-ით გაიზარდა. ექსპორტმა 0.24
ტვტ.სთ შეადგინა და 51.9%-ით
შემცირდა, ხოლო
დანაკარგები 0.35 ტვტ.სთ-მდე,
8.3%-ით შემცირდა.მიწოდების
მხარეს ჰიდრო, ქარისა და
მზის გენერაციამ 7.65 ტვტ.სთ
შეადგინა, რაც 3.9%-იანი
კლებაა. თბოსადგურების
გამომუშავება 1.53 ტვტ.სთ იყო
და 14.2%-ით გაიზარდა, იმპორტმა
კი 1.18 ტვტ.სთ შეადგინა და
6.2%-ით მოიმატა.1 ოქტომბრიდან
დღიური ბაზრის
ფუნქციონირება
შეჩერდება2026 წლის 8
სექტემბერს „საქართველოს
ელექტროენერგიის ბაზრის
კონცეფციაში“ შეტანილი
ცვლილების მიხედვით,
ელექტროენერგიის დღიური
ბაზრის ფუნქციონირება 2026
წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 1
ივლისამდე შეჩერდება.ამ
პერიოდში დღით-ადრე ბაზარი
ჩვეულებრივ რეჟიმში
გააგრძელებს
ფუნქციონირებას.Galt & Taggart-ის
ანგარიშის მიხედვით,
დღიური ბაზრის
ფუნქციონირების შეჩერების
მიზეზი ამ ბაზარზე
ტრანზაქციების არარსებობა
გახდა.