საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ჩამოქვეითებაზე პასუხისმგებლობას მ...
"ობიექტურად, დღეს
საქართველოს უკეთესი
რეიტინგი უნდა ჰქონდეს იმ
ეკონომიკური
მონაცემებიდან
გამომდინარე, რომელიც
გვაქვს - პასუხისმგებლობა
საზოგადოების სხვადასხვა
ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ
ჯგუფებს ასევე გააჩნიათ
ქვეყნის მიმართ.
განსაკუთრებით,
ეკონომიკური პროცესების
მიმართ", - თქვა
ვიცე-პრემიერმა.ჟურნალისტებთან
საუბრისას დავითაშვილმა
დასძინა, რომ "ხელისუფლება
თავის პასუხისმგებლობას
ყოველთვის
ადასტურებს"."ჩვენ გვექნება
მდგრადი განვითარება,
იმიტომ, რომ ძირითადი
ფუნდამენტური ფაქტორები
საკმაოდ ჯანსაღია
საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს ეკონომიკას
გარკვეული მდგრადობა
გააჩნია და ეს
რეიტინგებშიცაა
აღნიშნული", - ამბობს
დავითაშვილი.მისივე თქმით,
გარდა შიდაპოლიტიკური
რისკებისა, ასევე არსებობს
გარე პოლიტიკური რისკები
და რეგიონული პოლიტიკური
რისკები."ამას თვალი უნდა
გავუსწოროთ. ბევრი რამ
დამოკიდებულია
საერთაშორისო პროცესებზე.
საქართველო გახსნილი
ეკონომიკაა. ამის
მიუხედავად ჩვენ ვფიქრობთ,
რომ სარეიტინგო
კომპანიებთან უფრო მჭიდრო
მუშაობით უნდა შევძლოთ
რეიტინგების
გაუმჯობესება, იმიტომ, რომ
ობიექტურად საქართველოს
კიდევ უკეთესი რეიტინგი
უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა
ლევან
დავითაშვილმა.ეკონომისტი
გიორგი ხიშტოვანი დღეს
სოციალურ ქსელში წერს, რომ
"2025 წლის პირველი ხუთი თვის
მონაცემებით, საქართველოს
სახელმწიფო ფინანსების
მდგომარეობა
მნიშვნელოვნად
გაუარესებულია.
საგადასახადო
შემოსავლების ზრდის ტემპი
მკვეთრად შენელდა, რაც
სერიოზულ საფრთხეს უქმნის
ბიუჯეტის შესრულებას და
აჩენს კითხვებს
ეკონომიკური გუნდის
კომპეტენციასთან
დაკავშირებით".„2025 წელს
სახელმწიფო ფინანსების
მდგომარეობა
მნიშვნელოვნად
გაუარესებულია ხუთი თვის
მიხედვით, ნაერთ ბიუჯეტში
აკრეფილი გადასახადების
ზრდის ტემპი შარშანდელთან
შედარებით შემცირდა
თითქმის 5-ჯერ (5 თვე, 2025: 4,7%; 5
თვე, 2024: 22,3%); შარშანწინდელთან
შედარებით - 4-ჯერ (5 თვე, 2025: 4,7%; 5
თვე, 2023: 20,1%); ხოლო 2022 წელთან
შედარებით - 7,5-ჯერ!!! (5 თვე, 2025:
4,7%; 5 თვე, 2022: 35,6%). არსებული
ტრენდის მიხედვით, წლის
ბოლოს ნაერთ ბიუჯეტს
საგადასახადო ნაწილში
დაახლოებით 925 მილიონი
ლარის დაგეგმილი
შემოსავალი დააკლდება:
პირველ 5 თვეში ზრდის
ტემპის არის 4,7%; ამ ზრდის
ტემპის შენარჩუნებით
ხაზინა წელს აკრეფს ჯამში
24,38 მილიარდ ლარს; ხოლო
საბიუჯეტო გეგმა
ითვალისწინებს
საგადასახადო
შემოსავლების 8,6%-იან ზრდას,
ანუ 25,31 მილიარდი ლარის
აკრეფას). არსებული ტრენდის
მიხედვით, ვერ მოხდება 6
თვის საგადასახადო გეგმის
შესრულება: 6 თვის გეგმა
ითვალისწინებს 6,4%-იან
ზრდას, როცა 5 თვის მიხედვით
ზრდის ტემპი არის მხოლოდ 4,7%
(შესაბამისად, ასაკრეფია 12,28
მილიარდი ლარი; ხოლო
არსებული ზრდის ტემპით
აიკრიფება მხოლოდ 12,08
მილიარდი ლარი). ბოლოს,
სერიოზული კითხვები,
რომლებზეც, წესით, ნორმალურ
სახელმწიფოში მყისიერად
უნდა ვიღებდეთ მთავრობის
პასუხს: თუ ეკონომიკა,
რეალურად (ანუ, ინფლაციის
გათვალისწინებით) იზრდება
8,8%-ით, რა მიზეზით კრეფს
სახელმწიფო წელს ასე ცოტა
გადასახადებს? საიდან
ვაპირებთ თითქმის ერთი
მილიარდი ლარის
საგადასახადო შემოსავლის
დანაკლისის ანაზღაურებას? o
სესხით? თუ კი, მაშინ, ვისგან
და რა პირობებით? o თუ
ბიუჯეტის სეკვესტრი
იგეგმება მილიარდი ლარით?
თუ კი, რა ხარჯების
სექკვესტეი იგეგმება და
როდის გვეცოდინება ეს?
ბოლოს, ვინმე აგებს ამ
ჩავარდნაზე პასუხს? მაგ:
"ქართულ ოცნების"
პრემიერ-მინისტრი? ან,
პრემიერ-მინისტრი და
მთლიანი ეკონომიკური
გუნდი? ან, თუნდაც
შემოსავლების სამსახური,
რომელიც წესით
პასუხისმგებელია
გადასახადების აკრეფაზე?", -
წერს ხიშტოვანი და ნაერთ
ბიუჯეტში აკრეფილი
გადასახადების
მაჩვენებლებს ურთავს.
1748944962