თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 427 კაფსულა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.