თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შსს-ს კრიმინალისტებთან ერთობლივ ოპერაციაზე აცხადებს - თბილისის აეროპორტში ხელბარგში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრების მიერ ნარკო-ანალიზატორით შემოწმების შედეგად 21 კაფსულა ლირიკა და 28 კაფსულა მეტამფეტამინი გამოვლინდა.

საქმეს შსს იძიებს.