თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის", მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის შემოტანის 49 ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 3 797 579 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 328 428 ლარი შეეფარდათ.
