თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1Q26-ში $271.2 მლნ შეადგინა, რაც 1Q25-ის წინასწარ მონაცემებზე 47.7%-ით მეტია. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

1Q26-ში სააქციო კაპიტალმა $101.6 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5%-ია. რეინვესტიციამ $145.8 მლნ შეადგინა და მისი წილი 53.8%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებებმა $23.8 მლნ შეადგინა. ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.8%-ია.

1Q26-ში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით 1Q26-ში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო $52.4 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.3%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ $47.5 მლნ-ით (17.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - $29.2 მლნ-ით (10.8%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 47.6%-ს შეადგენს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით 1Q26-ში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $125.1 მლნ-ს მიაღწია (46.1%). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია $48.8 მლნ-ით (18%), ხოლო მესამეზე - ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი $37.2 მლნ-ით (13.7%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.8% შეადგინა.