თბილისი (GBC) - კომკომის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 37.3%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით, 1.1%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება Apple-ს, კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წელთან შედარებით მისი წილი 1.8%-ით გაიზარდა და 19.8% შეადგინა.

Xiaomi-ს შემთხვევაში, მისი პროცენტული წილი 0.1%-ით გაიზარდა და 14.7%-ს გაუტოლდა. 1.1%-ით შემცირდა Huawei-ს წილი და 2023 წლისთვის 4.1%-ს გაუტოლდა.

2.6%-ით გაიზარდა Microsoft/Nokia-ს წილი, რომელმაც 2023 წლისთვის 6.6% შეადგინა. რაც შეეხება Lenovo-ს, მისმა პროცენტულმა წილმა 0.2%-ით დაიკლო და 0.5%-ს გაუტოლდა. როგორც 2022, ისე 2023 წელს უცვლელი დარჩა LG-ის, Sony/Ericsson-ის, ZTE-სა და TCT-ის წილები, რომლებიც 0.3%-ს, 0.2%-ს, 0.2%-სა და 0.1%-ს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება სხვა მობილურ მოწყობილობებს, მათი წილი 2.1%-ით შემცირდა და გასული წლისთვის 16.1% შეადგინა.