თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში ქვეყანაში მოქმედი ელევატორების რესურსის 53.5% გამოუყენებელი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სექტორმა ₾80.5 მლნ-ის ბრუნვა დააფიქსირა, საცავების დღიური დატვირთვა დეკემბერში 46.5%-მდე შემცირდა.
4Q25-ში საქართველოში 115 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.1% მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 18.3% – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.5% – შიდა ქართლის რეგიონში, 15.7% – იმერეთის რეგიონში, 9.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8% – მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13% სხვა რეგიონებში იყო განთავსებული
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 4Q25-ში სასაკლაოებში დაიკლა 148.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 29.1% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 65.8% – ღორი, ხოლო 3.1% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.9%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 046.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 4Q25-ში 17.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 28.4% მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.2% – ფრინველის ხორცზე, 38.9% – ღორის ხორცზე, 0.4% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9 ათას ადამიანს, საიდანაც 53.3% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 969 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.7 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 33.1 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1 ლარი.
4Q25-ში საქართველოში 353 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (66.9%) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო თბილისში (11.6%), ქვემო ქართლის რეგიონში (5.7%), იმერეთის რეგიონში (4.8%), კახეთის რეგიონში (3.4%), აჭარის ა.რ.-ში (3.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (1.7%), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.4%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.1%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3%).
4Q25-ში მომსახურება გაეწია 375 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 804 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 742 კაცით განისაზღვრა.
4Q25-ის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 97.2 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 26.6% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.9% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 15.6% – თევზეული, 24.1% – ხილი და ბოსტნეული, 6.5% – რძის პროდუქტები და 6.3% – სხვა პროდუქტები.
საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 19.2%-ს – საკუთარი წარმოების, 27.7%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 53.1%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა ₾6.1 მლნ შეადგინა.
4Q25-ში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 241.8 მილიონი ლარის ღირებულების (27.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 39.5%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 12.6%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 47.9%.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 35.2% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (35.1%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (19.7%), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (15.7%) და თევზეულზე (8%) მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.5%-ს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 59.3%-ს, ნოემბერში – 57.2%-ს, ხოლო დეკემბერში – 50.3%-ს.
საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში საქართველოში 33 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (33.3%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 21.2% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 15.2% კახეთის რეგიონში, 12.1% – შიდა ქართლის რეგიონში, 9.1% თბილისში, 6.1% – იმერეთის რეგიონში, 3% კი – გურიის რეგიონში.
4Q25-ის განმავლობაში მომსახურება გაეწია 19 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 68 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 423 კაცით განისაზღვრა.
4Q25-ში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 157 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 66.4%-ს წარმოადგენდა ხორბალი და 15.2%-ს სოიოს შროტი.
საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 67.7%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
4Q25-ში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა 80.5 მილიონი ლარის ღირებულების 75.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 40.2% იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 51.5% – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 79%. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 49.7%-ს, ნოემბერში – 49.5%-ს, ხოლო დეკემბერში – 46.5%-ს.