თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.9%-ით
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით

2025 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3%-იანი ზრდით, რამაც 0.43 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.2%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.02 და 0.3 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.8%-ით.