თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.9%) და დამმუშავებელი მრეწველობა (11.3%).

2022 წელს, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (59.1%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (24.7%), მშენებლობა (16.5%), დამმუშავებელი მრეწველობა (10.5%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (29.3%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (14.6%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7%).