თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ით გაიზარდა და 1 896 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრები ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე, 2014-2024 წლებში.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.7 პ.პ.-ით გაიზარდა და 90.4% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.9%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 81.7%-ს შეადგენდა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.6%-ით გაიზარდა და 1 978 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.5%-ით გაიზარდა და 1 755 ლარს გაუტოლდა.
ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.3 პ.პ.-ით შემცირდა და 47.6% შეადგინა. თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.9 პ.პ.-ით გაიზარდა და 12.7%-ს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პ.პ.-ით გაიზარდა და 22.3% შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნერნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2%-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნერნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2%-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე, 2014-2024 წლებში.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.4 პ.პ.-ით შემცირდა და 69.9% შეადგინა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 6.3%-ით გაიზარდა და 1 813 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.4%-ით გაიზარდა და 1 603 ლარს გაუტოლდა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.5 პ.პ.-ით შემცირდა და 38.1% შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში