თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 3Q25-ის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 3.7%-ით შემცირდა და 812.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 389.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 182.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 18.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 9,98 მლნ ფრთას აჭარბებს.

წინასწარი მონაცემებით, 3Q25-ში რძის წარმოებამ 156 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.1%-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 170.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.1%-ით მეტია.