თბილისი (GBC) - III კვარტალში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 784 700 ათასი გასვლა დაფიქსირდა (+3,4%Y.Y). 41.4% (599 700) 31-50 წლის მოგზაურების ვიზიტებია.

საქსტატის ინფორმაციით რეზიდენტების ტურებიდან 412.600 ტურისტულია, რაც წლიურად 2.6%-ით გაზრდილია.  უმრავლესობა (45.9%) 31-50 წლის მოქალაქეების ვიზიტებია. ქალების წილი 47.6%-ია.

ვიზიტების 36.1% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნითაა განხორციელებული. უმრავლესობა თურქეთსა (213 600) და რუსეთის ფედერაციაში (113.700). 

ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.90 შეადგინა (Q3/2024 - 7.86; +0.5%Y.Y).ვიზიტების 97.8% განმეორებითია.

ვიზიტებისას 699.9 მლნ ლარის ხარჯებია გაწერულია, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1%-ით, 1 167 ლარამდეა გაზრდილი.