თბილისი (GBC) -  იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  $14 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 %-ით მეტია (2022 იან-აგვ: $12 მლრდ). აქედან ექსპორტი $4.1 მლრდ შეადგენს (გაიზარდა 14.4 %-ით), ხოლო იმპორტი 9$9.9 მლრდ დოლარს (გაიზარდა 17.8 %-ით).

გთავაზობთ ამ პერიოდის ტოპ 5 ექსპორტ/იმპორტირებულ პროდუქციას:

ექსპორტი:

1.მსუბუქი ავტომობილები - $1.4 მლრდ-ის 69,494 ერთეული;

2.სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $411.7 მლნ-ის 202.8 ათასი ტონა;

3.ღვინო - $169.3 მლნ-ის 58.7 მლნ ლიტრი;

4.სპირტიანი სასმელები - $114.9 მლნ-ის 31.1 ათასი ტონა;

5.ფეროშენადნობები - $114.9 მლნ-ის 94.3 ათასი ტონა.

იმპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $2 მლრდ-ის 128.5 ათასი ტონა;

2. ნავთობი და ნავთ. პროდუქტები - $716.2 მლნ-ის 916.8 ათასი ტონა;

3. სამკურნალო საშუალებები - $354.3 მლნ-ის 7.9 ათასი ტონა;

4. ნავთობის აირები - $305.3 მლნ-ის 1.5 მლნ ტონა;

5. სატელეფონო აპარატები - $239.9 მლნ-ის 588 ტონა.