თბილისი (GBC) - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 - დააკავა.

თბილისელი გ.მ. (დაბადებული 1981 წელს) 03/ 2023-ში ნაცნობ ქალს ვიდეოზარით შეეხმიანა, გაშიშვლება მოსთხოვა და უნებართვოდ გადაუღო, ინტიმური აუდიო/ვიდეო მასალა. მოგვიანებით კი TIK TOK-ზე განათავსა.

შიშველი ქალის ფოტოს გამოქვეყნებისთვის, ასევე დაკავებულია რუსთაველი გ.ტ. (დაბადებული 1992 წელს), რომელმაც ქალის (დაბადებული 2 000 წელს) FACEBOOK გვერდზე უნებართვოდ შეაღწია, მოიპოვა სხვასთან გადაგზავნილი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები. 26 მაისს და 15 ივლისს (2022 წ) მასალა ქალის მეგობრებს და ნათესავებს გაუგზავნა და FACEBOOK-ზეც გამოაქვეყნა. 

გ.მ.-ს და გ.ტ. -ს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანარჩენი 12 პირი ნაცნობების, ასევე სოცქსელში გაცნობილების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ავრცელებდნენ.

შესაბამისად არღვევდნენ მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას.

გამოძიებისას ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილია ამოღებული.

მასალა განაჩენის გამოტანის შემდეგ განადგურდება.