თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, უწყების ხელმძღვანელ შემადგენლობას ახალი მოადგილე, გიგა ნამიჭეიშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის ახალი უფროსი, კობა კოპალიანი წარუდგინა.
გიგა ნამიჭეიშვილი 2025 წლიდან საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ორივე ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებსა და საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს. ისინი სხვადასხვა პერიოდში საპასუხისმგებლო პოზიციებს იკავებდნენ როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ლევან ხარაბაძემ ხელმძღვანელ პირებს ნდობა გამოუცხადა, მათ პროფესიულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.