თბილისი (GBC) - TBC Capital-ის კვლევით, ოქტომბერში თბილისში სულ 668 ახალი და 3 461 ძველი ბინა გაიყიდა. 2024-ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ბინების გაყიდვებში 13%-იანი კლებაა, ხოლო გაყიდული ძველი ბინების რაოდენობა წლიურად 20%-ით გაიზარდა. ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 16%-ზე შენარჩუნდა (L/Y - 21%) 

თბილისში ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1 347 დოლარამდე გაიზარდა.

ოქტომბერში, გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მცირე კატეგორიაზე 50-დან 75 კვ.მ-მდე მქონე ფართობზე მოდის. რაც შეეხება 75-დან 125 მ² -მდე ბინებს, 2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა. ამასთან, ყველაზე მცირე წილის მქონე კატეგორიამ (125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები) ჯამური გაყიდვების 5% შეადგინა.

კვლევის მიხედვით, ოქტომბერში მეორად ბაზარზე ყველაზე ძვირი 1მ² ვაკეში ღირდა - 2 299 დოლარი, ყველაზე იაფი კი სამგორში - 1 118 დოლარი.

  • ვაკე - 2 299 დოლარი
  • მთაწმინდა - 2 247 დოლარი
  • საბურთალო - 1 552 დოლარი
  • ჩუღურეთი - 1 468 დოლარი
  • კრწანისი - 1 451 დოლარი
  • დიდუბე - 1 354 დოლარი
  • ისანი - 1 217 დოლარი
  • ნაძალადევი - 1 163 დოლარი
  • გლდანი - 1 149 დოლარი
  • დიდი დიღომი - 1 143 დოლარი
  • სამგორი - 1 118 დოლარი

ოქტომბერში, თბილისში, სულ, 4 129 ბინა გაიყიდა (+13%Y.Y).

იანვარ-ოქტომბერში  გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 3%-ით გაზრდილი. ზრდა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ნაწილობრივ, დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებითაა განპირობებული.