თბილისი (GBC) - TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში თბილისში სულ 668 ახალი და 3 461 ძველი ბინა გაიყიდა. ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ბინების გაყიდვებში 13%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო ძველი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20%-ით გაიზარდა. ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 16%-ზე შენარჩუნდა.
გასული წლის ოქტომბერში კი 21%-ზე იყო. მათივე ინფორმაციით, ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1 347 დოლარამდე გაიზარდა.
2025 წლის ოქტომბერში, გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მცირე კატეგორიაზე 50-დან 75 კვ.მ-მდე მქონე ფართობზე მოდის. რაც შეეხება 75-დან 125 კვ.მ-მდე ბინებს, 2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა. ამასთან, ყველაზე მცირე წილის მქონე კატეგორიამ (125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები) ჯამური გაყიდვების 5% შეადგინა.
ფასებს რაც შეეხება, TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში მეორად ბაზარზე ყველაზე ძვირი ერთი კვადრატული მეტრი ვაკეში ღირდა - 2 299 დოლარი, ყველაზე იაფი კი სამგორში - 1 118 დოლარი.
- ვაკე - 2 299 დოლარი
- მთაწმინდა - 2 247 დოლარი
- საბურთალო - 1 552 დოლარი
- ჩუღურეთი - 1 468 დოლარი
- კრწანისი - 1 451 დოლარი
- დიდუბე - 1 354 დოლარი
- ისანი - 1 217 დოლარი
- ნაძალადევი - 1 163 დოლარი
- გლდანი - 1 149 დოლარი
- დიდი დიღომი - 1 143 დოლარი
- სამგორი - 1 118 დოლარი
TBC Capital-ის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში 4129 ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 13%-იან ზრდაა.
2025 წლის 10 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მსგავსი ზრდა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ნაწილობრივ განპირობებულია დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებით.