თბილისი (GBC) - საქონლის ექსპორტმა (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) იანვარ-ოქტომბერში (9m/25)  $5.8 მლრდ შეადგინა, რაც 6.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

საქსტატის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 4.6%-ით, $2.64 მლრდ-მდე.

 

მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 69.7% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები:

  • რუსეთი ($569.4 მლნ)
  • თურქეთი ($241 მლნ)
  • ჩინეთი ($224.9 მლნ)

9 თვის სტატისტიკით. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია, $291.6 მლნ-ით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ღვინო, $217.4 მლნ-ით ( 8.2%), ხოლო მესამე ადგილს  სპირტიანი სასმელები იკავებს, $191.6 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3%).