თბილისი (GBC) - საქართველოს აეროპორტები III კვარტალში (Q325) 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — ჩამოფრინდა (1.4 მლნ) 15.4%-ით მეტი და გაემგზავრა (1.4 მლნ) 14.7%-ით მეტი მგზავრი.

საქსტატის მონაცემებით, ნაკადის 95.4% რეგულარულ ფრენებზე მოდის. 3Q25-ში  10.800 სამგზავრო რეისი შესრულდა (L/y - 9 400 +15.4%Y.Y).

 

 

9 500 ტონაა  ტვირთის და ფოსტის ნაკადის მოცულობა, საიდანაც 93% მიღებულზე მოდის. სულ, საანგარიშო პერიოდში 900 სატვირთო რეისი შესრულდა (L/y - 500 +82.7%Y.Y)

 

აგვისტო-სექტემბერში საჰაერო გზით მგზავრთნაკადი 21%-ით გაზრდილია. გადაყვანილია 247.200 მგზავრი (L/y - 204 400, +21%Y.Y). ტვირთის გადატანა კი თითქმის განახევრებულია. შემცირებულია 35 000 ტ -მდე (L/y -69 600, -49.8%Y.Y).