ინფლაცია თვიდან თვემდეც და წლიდან წლამდეც 0,3 პროცენტია
რაც შეეხება საბაზო
ინფლაციას, აღნიშნულმა
მაჩვენებელმა 2024 წლის
ოქტომბერში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით 1.2% შეადგინა,
ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის
მაჩვენებელი 1.2%-ით
განისაზღვრა.საქსტატის
მონაცემებით, ყოველთვიური
ინფლაციის მაჩვენებლის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 6.7%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე 0.25 პ.პ-ით აისახა.
ფასები მომატებულია
როგორც ფეხსაცმლის (14.4%), ისე
ტანსაცმლის (3.8%)
ქვეჯგუფებზე;სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.15პ.პ-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
რძე, ყველი და კვერცხი (2.3%),
ყავა, ჩაი და კაკაო (1.9%), ზეთი
და ცხიმი (1.6%), შაქარი, ჯემი და
სხვა ტკბილეული (1.4%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6%),
პური და პურპროდუქტები (0.5%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (0.4%). ამასთან,
ფასები შემცირდა შემდეგ
ქვეჯგუფებზე: ხილი და
ყურძენი (-5.3%), თევზეული (-2.1
პროცენტი), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (-0.3%);ტრანსპორტი:
მოცემულ პერიოდში ჯგუფში
ფასები შემცირდა 1.4%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინფლაციაში
-0.18პ.პ შეადგინა. ფასები,
ძირითადად, შემცირებულია
პირადი სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე (-2.3%) და
სატრანსპორტო
მომსახურებაზე (-0.6%).წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:სხვადასხვა
საქონელი და მომსახურება:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
5.8%-ით, რაც 0.3პ.პ-ით აისახა
მთლიან ინდექსზე. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
პირადი ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(24.5%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო
მომსახურება (4.5%), პირადი
ჰიგიენა (1.8%);სასტუმროების,
კაფეებისა და რესტორნების
ჯგუფში ფასები გაიზარდა
7.6%-ით, რაც წლიურ ინდექსზე
0.26პ.პ-ით აისახა. ფასები
გაზრდილია როგორც ღამის
გასათევით მომსახურებაზე
(10.4%), ისე საზოგადოებრივ
კვებაზე (6.8%);განათლება:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.25პ.პ-ით აისახა. ფასები
მომატებულია სკოლამდელ და
დაწყებით განათლებაზე (10%),
საშუალო განათლებაზე (5.8%) და
უმაღლეს განათლებაზე
(2.8%).ალკოჰოლური სასმელები,
თამბაქო: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 3.3%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0.22პ.პ-ით აისახა.
ფასები გაიზარდა როგორც
ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%),
ისე თამბაქოს ნაწარმზე
(1.1%);კავშირგაბმულობა:
ჯგუფში ფასები
შემცირებულია 12.7%-ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე -0.47პ.პ-ით
აისახა.