თბილისი (GBC) – ნავთობის მსოფლიო ფასები პარასკევს დილით მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ბაზრის ანალიტიკოსები ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის მოლოდინს უკავშირებენ.

ლონდონის ბირჟაზე აგვისტოს ფიუჩერსების ფასი Brent-ის მარკის ნავთობზე 2,01%-ით შემცირდა და ბარელზე $73,75 შეადგინა.

ამავე პერიოდში, New York Mercantile Exchange-ის (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაზე WTI-ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 1,5 დოლარით, ანუ 2,09%-ით გაიაფდა და ბარელზე $70,42–მდე დაეცა.

მანამდე აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობის ინტენსივობა თითქმის დაუბრუნდა იმ მაჩვენებლებს, რომლებიც რეგიონში კონფლიქტის დაწყებამდე ფიქსირდებოდა.

მისი თქმით, მხოლოდ ოთხშაბათს სრუტე 72-მა გემმა გაიარა, რომლებმაც საერთო ჯამში 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტანეს.