სები ძირითად დოკუმენტში ცვლილებას განიხილავს
ნაშრომი იწყება
ნეიტრალური კურსის
კონცეპტუალური
მიმოხილვით.
განმარტებულია, რომ თუ
საბაზრო განაკვეთი
ჩამოსცდება ნეიტრალურს,
ბაზარზე მოთხოვნა იზრდება
და წარმოშობს ინფლაციურ
წნეხს. და პირიქით ხდება,
როცა ნეიტრალურს
ასცდება.ნაშრომში
გაანალიზებულია
გადაწყვეტები, სხვადასხვა
განზომილებაში. შესაძლოა
მოკლევადიანი
გადასახედიდან,
მონეტარული პოლიტიკა უფრო
მკაცრი იყოს, ან ზედმეტად
მსუბუქი, რაც
მიზანშეუწონელია
გრძელვადიან
პერსპექტივაში. დოკუმენტი
უშვებს შესაძლებლობას
ინფლაციურ მოლოდინებში
ფუნდამენტურ
მახასიათებლებთან ერთად
(ტურისტული ნაკადის
ზრდ/კლება, შვალუტის
შემოდონება/გადინება,
ფულადი გზავნილების
ზრდა/კლება, ეკონომიკის
პროდუქტიულობა)
გათვალისწინებული იყოს
ციკლური ფაქტორები, შიდა და
გარე
ტენდენციები.ინფლაციური
მოლოდინებით
ხელმძღვანელობს სები
მონეტარული პოლიტიკის
განსაზღვრისას. ძირითად
განაკვეთს ზრდის, უცვლელად
ტოვებს, ან
ამცირებს. მონეტარული
პოლიტიკის ჩარჩოს დახვეწა
ემსახურება ოპტიმიზაციას.
განაკვეთის დადგენისას
უფრო მეტად იყოს დაცული
ოქროს შუალედი ზრდის
სტიმულირებისა და
მდგრადობის ფასს შორის.
რამდენიმე დილემაა
მუდმივად, მოთხოვნის
წახალისება თუ მოთოკვა
(მიწოდებაზე ბერკეტი არ
გააჩნია. გამკლავება
შეუძლებელია, შებრძოლება
გაუმართლებელი); დაბალი
ინფლაცია და ძვირი ფული,
რასაც ძირითადი
განაკვეთის ზრდა
ახალისებს და
პროდუქტიულობას ამცირებს,
თუ, პირიქით, ეკონომიკის
სტიმულირება. უფრო მძიმე
დილემაც მდგარა, უფულობა თუ
ძვირი ფული. ნაშრომში
მოხმობილია სხვადასხვა
დროის ეკონომიკური
თეორიები, 90 -დან
მოყოლებული. ასევე
მთხრობილია, რომ სები,
ინფლაციის მიზნობრივი
ჩარჩოს ფარგლებში,
მონტარულ პოლიტიკას 2009
ახორციელებს. აღნიშნულია
მცურავი გაცვლითი კურსის
როლზეც, როგორ ასრულებს
სტაბილიზატორის ფუნქციას,
რისკებს შოკისთანავე
ისრუტავს, თითქმის სრულად,
და ლარის შემდგომ
გაუფასურებას აკავებს. და
პირიქით, მდგომარეობის
გაუმჯობესების
შემთხვევაში, მის ეროვნული
ვალუტის გამყარებას
ასტიმულირებს.გრძელვადიანი
პერსპექტივიდან, ამ დროის
შეფასებით, ნეიტრალური
განაკვეთი 7%-ია. ეს შეფასება
ასახავს სხვადასხვა
ფაქტორების
ურთიერთკავშირს , შიდა და
გლობაკლურ ტენდენციებს.
მაგ: რა ხდება, როცა
გლობალური განაკვთები
იზრდება. რომ ამ დროს
უცხოური აქტივები უფრო მეტ
მიმზიდველობას
იძენს.აღნიშნულია, რომ
მიმდინარე შეფასებით,
საქართველოს ეროვნული
ბანკი (სებ) ინარჩუნებს
მკაცრ პოლიტიკას
გრძელვადიან ნეიტრალურ
განაკვეთთან მიმართებით .
თუმცა, მოკლე და
საშუალოვადიან
პერსპექტივიდან,
ნეიტრალური მაჩვენებელი
მეტად ვოლატილურია.
საბოლოოდ ფასდება
ოპტიმალურად.დოკუმენტში
ასევე აღნიშნულია, ბოლო
დროის ტრენდზე ეკონომიკის
პროდუქტიულობის ზრდის, რაც
2022 წლიდან
შეინიშნება. ამასთან
მდგრადი ზრდა ნარჩუნდება.
გაზაფხულზე მცირედი
გადახვევა მალევე
ნორმალიზდა, ფუნდამენტური
ფაქტორების
გაუმჯობესებით, მათ შორის
მიმდინარე ანგარიშის
ბალანსის, სტაბილურ
სავალუტო შემოდინებებით.
ამასთან, გაჩნდა
დამატებითი ახალი ძლიერი
წყარო, IT სერვისების
ექსპორტიდან სავალუტო
ნაკადების
მატების.არცერთი
ფუნდამენტური ფაქტორი
გაუარესებულა, რაც
განაპირობებს საფინანსო
ბაზრის, სავალუტო ბაზრის და
გაცვლითი კურსის არსებით
სტაბილურობას.
1728667020