თბილისი (GBC) – ისრაელელი ანალიტიკოსები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე ისრაელის ყურადღების გაძლიერების შესახებ საუბრობენ. მათი აზრით, აზერბაიჯანს ისრაელისთვის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანია ცენტრალური აზიის მიმართულებით. 

გარდა ამისა, ანალიტიკოსების თქმით, აზერბაიჯანი ბუნებრივ ფაქტორს წარმოადგენს ირანთან მიმართებით ძალთა ბალანსის საკითხში.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კვირის დასაწყისში აზერბაიჯანს და ყაზახეთს ეწვია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისრაელი შეეცდება რეგიონში გავლენების გაძლიერებას.