თბილისი (GBC) – საავტომობილო გიგანტმა NISSAN-მა განაცხადა, რომ 2030 წელს, ევროპაში მისი გაყიდული ყველა ავტომობილი იქნება სრულიად ელექტრო.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა 5 წლის ვადით, 2035 წლამდე გადაწია შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა, თუმცა ნისანისთვის ამ ცვლილებამ გეგმები არ შეცვალა.

ამასთან ერთად, NISSAN-ში აცხადებენ, რომ მუშაობენ ბატარეების ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც ათწლეულის ბოლოს ჩაეშვება გაყიდვაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს დამუხტვის დროსა და ღირებულებას.

„ნისანი 2030 წლისთვის ევროპაში სრულად ელექტროენერგიაზე გადადის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სწორია ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მომხმარებლებისთვის და პლანეტისთვის“, - განაცხადა Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკოტო უჩიდამ.