თბილისი (GBC) – ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში არსებული რესპუბლიკა სერბსკას პრემიერ–მინისტრმა რადოვან ვიშკოვიჩმა თანამდებობა დატოვა
სერბული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკვე ექს–პრემიერმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემს მემკვიდრეს სტაბილურ სერბეთს ვუტოვებ და ახალ მთავრობას წარმატებას ვუსურვებ“, – თქვა მან და დასძინა, რომ ეს საკითხი ქვეყნის პრეზიდენტთან მილორად დოდიკთან შეთანხმებული ჰქონდა.
უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დასახელდება. ვიშკოვიჩი მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დარჩება, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებენ.