თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის დონაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 10.2 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას აცხადებს. პროცედურა გულისხმობს: მონაცემთა ტრანსპორტირების ქსელის მონტაჟი MPLS (ნიშნულების მიხედვით მრავალპროტოკოლური კომუტაცია) ტექნოლოგიების მეშვეობით.
სატენდერო წინადადებების მიღება 22 მაისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
ელ. პროცედურაში წინადადება ორმა კომპანიამ წარადგინა. ესენია: „იუჯითი“ – 10.2 მლნ ლარი და „ჯი-თი გრუპ“ – 10.18 მლნ ლარი.
ვინაიდან „ჯი-თი გრუპმა“ 20 000 ლარით დაბალი შეთავაზება გააკეთა, ის პროცედურაში ფავორიტია.
„ჯი-თი გრუპმა“ მიმდინარე თვეში არაერთი მსხვილ ტენდერში დაწინაურდა. მაგალითად:
„თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენის 10 მილიონიანი ტენდერი;
18 მეტრიანი ავტობუსების 58 მილიონ ლარიანი ტენდერი; და სხვ.
„ჯი-თი გრუპ“ დაარსებულია 2005 წელს. ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, მას 171 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 187.7 მლნ ლარია.
კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:
1. GT- Motors ltd - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;
2. Kolkhi Group ltd - სამშენებლო მასალების იმპორტი;
3. Europroduct ltd - საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);
4. GT Enologica - ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:
გიორგი თავდიშვილი 33%;
გიორგი გველესიანი 34%;
თემურ უსტიაშვილი 33%.