თბილისი (GBC) - III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4 %-ით გაიზარდა და 47.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

 ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.2022 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 18.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.8 %-ით მეტია:

III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 61.7 % მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.5 % - საშუალოზე, ხოლო 21.8% - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.9 %, საშუალოზე - 23.9 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.1 %.