თბილისი (GBC) – ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდამჭერი პროექტების დაფინანსებას. 

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ, მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესის უნივერსალური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს 15 საჯარო სკოლის 10,000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

საბაზისო განათლების პროგრამა ახორციელებს საკლასო სწავლების მხარდაჭერის მრავალდონიანი სისტემის მიდგომის პილოტირებას, რომელიც სწავლის უნივერსალური დიზაინის ნაწილია, რაც მოიცავს სპეციალურ ტრენინგს მასწავლებლებისთვის, რათა უზრუნველყონ მიღებული ცოდნისა და უნარების წარმატებით გამოყენება სწავლების ყოველდღიურ პრაქტიკაში და საკლასო აქტივობებში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა.

დაწყებით კლასებში, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიწოდებაში, მასწავლებელთა მხარდასაჭერად და მოსწავლეებისთვის, საბაზისო განათლების პროგრამის ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეიქმნა და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით დაიბეჭდა, მათ შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებული რესურსები - ე.წ. ,,დიდი წიგნები“ და სასაუბრო პოსტერები.

„ბაზისბანკისა და USAID-ის პარტნიორობა გრძელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ნერგავს საუკეთესო პრაქტიკულ ტექნიკას და რესურსებს მასწავლებლებისთვის და მოიცავს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას საკლასო აქტივობებში. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მომავალი თაობის განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.