თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი მენიაილომ განკარგულება გასცა, რომლის თანახმად რეგიონის სამ საზღვრისპირა რაიონში მაღალი მზადყოფნის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

განკარგულების თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების შესვლა შეიზღუდა. აკრძალვა არ ეხება ჩრდილოეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. ასევე დაუბრკოლებლად გადალახავენ რესპუბლიკის საზღვარს ტურისტები.