საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლის...
STEM სკოლასაქართველოს
ბანკისა და კომაროვის
სკოლის ერთობლივი
ძალისხმევით შეიქმნა ზუსტ
და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების
პოპულარიზაციის მიზნით. ეს
არის სივრცე
ტექნოლოგიებით
დაინტერესებული
ცნობისმოყვარე
მოსწავლეებისთვის,
რომლებიც მომავალში თავად
გახდებიან ინოვატორები. STEM
სკოლაში მოსახვედრად
საჭიროა მისაღები
გამოცდის ჩაბარება,
წარმატებულ მოსწავლეებს
კი შესაძლებლობა აქვთ,
გახდნენ საქართველოს
ბანკის სტიპენდიატები და
მიიღონ სწავლის სრული ან
ნაწილობრივი დაფინანსება.
STEM სკოლის სასწავლო
პროგრამა უნიკალურია და
არც ერთ სასწავლო საგანს არ
ჰგავს. მოსწავლეებს
საშუალება აქვთ შეიმეცნონ
მიკროკონტროლერების
მუშაობის პრინციპი.
შექმნან და მართონ ჭკვიანი
მოწყობილობები, რომლის
შესასწავლადაც სპეციალურ
ონლაინპლატფორმას, Tinkercad-ს,
იყენებენ. მეორე მოდული
მთლიანად პრაქტიკას
ეთმობა, რაც
მოსწავლეებისთვის ყველაზე
სახალისო და დატვირთულია
ხოლმე.ინფორმაციისთვის,
კომაროვის სკოლისა და
„საქართველოს ბანკის“
პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე
ნაკადის, 2025 წლის
შემოდგომის მიღებაზე,
განაცხადების რეკორდული
რაოდენობა შემოვიდა. ახალ
ნაკადზე 1500-ზე მეტი
მოსწავლე დარეგისტრირდა.
მისაღები გამოცდის
შედეგების საფუძველზე STEM
სკოლაში, პირველ მოდულზე 250
მოსწავლე ჩაირიცხა.
საუკეთესო შედეგის მქონე 30
მოსწავლემ საქართველოს
ბანკის 100%-იანი სტიპენდია
მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი,
50%-იანი დაფინანსება კი 15-მა
მოსწავლემ მიიღო.მეტი
ინფორმაცია STEM სკოლის
შესახებ ხელმისაწვდომია
ბმულზეSTEM
ოლიმპიადასაქართველოს
ბანკისა და კომაროვის
სკოლის ერთობლივი
პროექტია, რომელშიც
მონაწილეობის მიღება ერთი
სკოლიდან ერთ გუნდს
შეუძლია. გუნდი VII-XI კლასის 5
მოსწავლისგან უნდა იყოს
დაკომპლექტებული;STEM
ოლიმპიადა ორ ტურად
ტარდება: პირველი ტურის
ფარგლებში მოსწავლეები
ინდივიდუალურად ასრულებენ
ფიზიკისა და მათემატიკის
დავალებებს. მეორე ეტაპზე
კი, საუკეთესო შედეგის
მქონე 10 გუნდი პრაქტიკული
დავალებების შესრულებაზე
ერთად მუშაობს;STEM
ოლიმპიადის ფინალურ
ეტაპზე გადასული გუნდები
და მათი მენტორები 3 თვის
განმავლობაში გაივლიან
კონსულტაციებს კომაროვის
პროფესიონალებთან
მიკროკონტროლერ Arduino-ს
დაპროგრამებისა და მისი
საშუალებით STEM პროექტებზე
მუშაობის მიმართულებით.STEM
ოლიმპიადის გამარჯვებულ
სკოლის გუნდს 10 000 ლარი
გადაეცემა. ყველა მოსწავლე
კი სერტიფიკატს
მიიღებს.აღსანიშნავია, რომ
STEM ოლიმპიადაზე
განაცხადების მიღება 30
ნოემბრამდეა შესაძლებელი.
დარეგისტრირდი
„საქართველოს ბანკის“ STEM
ოლიმპიადაზე და
გამოავლინე შენი ცოდნა
ფიზიკისა და მათემატიკის
მიმართულებით და
გაიმარჯვე. ოლიმპიადის
შესახებ დეტალური
ინფორმაციის მისაღებად
ეწვიეთ
ვებგვერდს.ინფორმაციისთვის,
პროექტში მონაწილეობა
უკვე მიიღო 200-ზე მეტი
სკოლის 1500-მდე მოსწავლემ.
ოლიმპიადა განკუთვნილია
მხოლოდ არა ფიზიკა
მათემატიკური
სკოლებისთვის. ფიზიკა –
მათემატიკური სკოლის
გუნდებს მონაწილეობის
მიღება შეუძლიათ მხოლოდ
კონკურსგარეშე სტატუსით
(აღნიშნული სკოლის გუნდებს
ოლიმპიადის საორგანიზაციო
ჯგუფი გამოცდილების
მიღების მიზნით სთავაზობს
პირდაპირ ფინალურ ეტაპზე
მონაწილეობას, თუმცა მათი
შედეგები არ
გამოიანგარიშება და,
შესაბამისად, ფიზიკა –
მათემატიკური სკოლის
გუნდები საპრიზო ადგილებს
ვერ დაიკავებენ).Code
ITსაქართველოს ბანკის,
Lineate-ისა და საქართველოს
ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს
(GITA) თანამშრომლობით
შექმნილი პროექტია,
რომელიც პროგრამირებით
დაინტერესებულ
ახალგაზრდებს
შესაძლებლობას აძლევს,
საქართველოს 8 ტექნოპარკში
– ოზურგეთში, ბათუმში,
ზუგდიდში, სენაკში, კასპში,
გურჯაანში, თელავში,
ახმეტასა და თბილისში (და
დამატებით 5 ლოკაციაზე)
დაეუფლონ პროგრამირების
საფუძვლებს.პროგრამა
ინტერაქციული სწავლების
მეთოდით მიმდინარეობს,
რომლის ფარგლებშიც,
მოსწავლეები მუშაობენ
პრაქტიკულ დავალებებზე.
კურსის დასრულების შემდეგ
კი ქმნიან ფინალურ პროექტს,
რომელიც მათ საშუალებას
აძლევს, პროფესიული
პორტფოლიო
შეადგინონ.ამასთან, Code IT-ის
ფარგლებში, მონაწილეები
ესწრებიან ვებინარებს,
სადაც აქვთ შესაძლებლობა,
მიიღონ რჩევები და გაიარონ
კონსულტაციები კარიერული
განვითარების
მიმართულებით.სატრენინგო
მოდული 3 მიმართულებას
აერთიანებს. ესენია: HTML & Css
JavaScript & Responsive Page React პროგრამაში
მონაწილეობის მიღება 14-18
წლის ახალგაზრდებს
შეუძლიათ. აღსანიშნავია,
რომ პროგრამა პროექტის
ავტორების მხრიდან სრულად
არის დაფინანსებული.
მონაწილეების შერჩევა მათ
მიერ შესრულებული
დავალებისა და
გასაუბრების შედეგად
ხდება. პროექტის
წარმატებით დასრულების
შემდეგ, ახალგაზრდები
მიიღებენ სერტიფიკატს და
შესაძლებლობას,
გააგრძელონ სწავლა
მომდევნო
მოდულებზე.პროექტის
შესახებ დეტალური
ინფორმაციის მისაღებად
ეწვიეთ ვებგვერდს.(R)
1763551927