GE EN
რუსეთ–უკრაინის ომი
ზელენსკი რუსული დრონების პოლონეთში შეჭრაზე: ეს ესკალაციის ახალი ეტაპი...

„რუსულ-ირანული „შაჰედები“ პოლონეთში, NATO-ს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ. მხოლოდ ერთი „შაჰედი“ არ ყოფილა, რომ შეიძლება ამას ინციდენტი ეწოდოს, არამედ პოლონეთისკენ, სულ მცირე, 8 დრონი გაუშვეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.მისი თქმით, „ეს ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“.„იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად საპასუხო რეაქციის კოორდინაციასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. რუსეთმა შედეგები უნდა იგრძნოს. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება შეუძლებელია და იგი აუცილებლად უნდა დასრულდეს. ძლიერი პასუხია საჭირო და ეს მხოლოდ პარტნიორების, უკრაინის, პოლონეთის, აშშ-ისა და ევროპელების ერთობლივი მოქმედებით არის შესაძლებელი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. Rescuers are now working in Volochysk, Khmelnytskyi region, where the Russians struck an ordinary sewing workshop with a missile. As of now, three people are reported injured. This is just one of the sites of today’s massive Russian attack: about 415 drones of various types and… pic.twitter.com/FdC880IDwn — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 10, 2025 მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლონეთის „სუსტი პასუხი“ რუსეთის დრონების შეტევაზე კიდევ უფრო მაპროვოცირებელია კრემლისთვის.„სუსტი პასუხი კიდევ უფრო აპროვოცირებს რუსეთს და რუსული რაკეტები და დრონები უფრო ღრმად შეფრინდებიან ევროპაში. ეს სიტუაცია გვიჩვენებს, რომ აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს, მიიღონ გადაწყვეტილება პარტნიორებმა, რომ საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოახდინონ რუსული საფრენი აპარატების განადგურება უკრაინის ცაზე“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.მომხდარის კომენტირებისგან აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა და ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა რაც მოხდა პოლონეთის ცაზე, თავი აარიდა.წუხელ რუსეთმა პოლონეთზე მასირებული დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომელშიც ჩართული იყო, Shehed-ების 2 ჯგუფი – 12 და 5 დრონის მონაწილეობით. თავდასხმები განხორციელდა აღმოსავლეთ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რის გამოც დაიხურა პოლონეთის, მათ შორის დედაქალაქის საჰაერო სივრცე. პოლონეთის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდნენ რუსულ დრონებს.

1757490598

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული ყველა რუსული მოიერიშე დრონი ჩამოაგდე...

უწყებაში აღნიშნეს, რომ ამჟამად დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებს იძიებენ. დრონების ჩამოგდებაში პოლონეთს NATO-ს და ნიდერლანდების ავიაცია დაეხმარა.პოლონელმა სამართალდამცავებმა პირველი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ჩოსნუვკაში იპოვეს.მომხდართან დაკავშირებით პოლონეთმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც დღეს, 10 სექტემბერს, დილიდან გაიმართება.სააგენტო Reuters წერს, რომ ევროკავშირმა პოლონეთს 43 მლრდ ევროზე  მეტი გამოუყო, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პირობებში თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.დღეს დილიდან პოლონეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტუსკი ძალოვან მინისტრებთან მართავს შეხვედრებს.მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლონეთის „სუსტი პასუხი“ რუსეთის დრონების შეტევაზე კიდევ უფრო მაპროვოცირებელია კრემლისთვის.„სუსტი პასუხი კიდევ უფრო აპროვოცირებს რუსეთს და რუსული რაკეტები და დრონები უფრო ღრმად შეფრინდებიან ევროპაში. ეს სიტუაცია გვიჩვენებს, რომ აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს, მიიღონ გადაწყვეტილება პარტნიორებმა, რომ საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოახდინონ რუსული საფრენი აპარატების განადგურება უკრაინის ცაზე“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.მომხდარის კომენტირებისგან აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა და ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა რაც მოხდა პოლონეთის ცაზე, თავი აარიდა. წუხელ რუსეთმა პოლონეთზე მასირებული დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომელშიც ჩართული იყო, Shehed-ების 2 ჯგუფი – 12 და 5 დრონის მონაწილეობით. თავდასხმები განხორციელდა აღმოსავლეთ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რის გამოც დაიხურა პოლონეთის, მათ შორის დედაქალაქის საჰაერო სივრცე. პოლონეთის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდნენ რუსულ დრონებს.

1757485716

კრემლი: პუტინმა ზელენსკი მოსკოვში მიიწვია „სალაპარაკოდ, და არა კაპიტულ...

მანამდე პუტინმა თქვა, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა ზელენსკისთან შეხვედრა. „თუ ზელენსკი მზადაა მოსკოვში ჩამოსასვლელად, ასეთი შეხვედრა შედგება“, – აღნიშნა მან. თუმცა ზელენსკიმ ამ „მიწვევაზე“ უარი განაცხადა. „ვფიქრობ, თუ არ გინდა, რომ შეხვედრა გაიმართოს, მაშინ მე მოსკოვში უნდა მიმიწვიო“, – თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ თავისთავად, შეხვედრა საჭიროა და რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის ყველაფერს აკეთებს შეხვედრის მაქსიმალურად დროში გადასადებად. მისივე თქმით, თავად ფაქტი, რომ პუტინმა შეხვედრის შესახებ საუბარი დაიწყო, უკვე არ არის ცუდი.მანამდე პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყო პუტინით, უკრაინაში დარეგულირების მიმართულებით პროგრესის არარსებობის გამო. ტრამპმა პირობა დადო, რომ „გააკეთებს რამეს“, რათა უკრაინაში ხალხს დაეხმაროს, „იცოცხლონ“.

1757054610

უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ათზე მეტი ქვეყანა ემზადება

ჯარების უკრაინაში გადასროლის გეგმა აშშ–ის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, რაც მოიცავს სადაზვერვო მონაცემების გაცვლას, საზღვრებზე დაკვირვებას და შეიარაღების მიწოდებას, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების.ევროპელი მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ამერიკელ კოლეგებს, რათა უკრაინის მხარდაჭერის გეგმის დეტალები განიხილონ, აცხადებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში. Bloomberg-ის წყარომ დააზუსტა, რომ ამ მოლაპარაკებებში ევროპაში NATO-ს უმაღლესი სარდლობა და ალიანსის წევრების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის პირობები უახლოეს დღეებში შეთანხმდება.მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამორიცხა უკრაინაში ამერიკის ჯარის გაგზავნა, თუმცა განიხილავს ჰაერიდან მხარდაჭერას, რაც უსაფრთხოების გარანტიების შემადგენელი ნაწილი იქნება. 

1755669454

მერცი: ზელენსკი-პუტინის სამიტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმარ...

ჟურნალისტებს მერცმა ასევე უთხრა, რომ შეხვედრის დროს "ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ორი კვირის განმავლობაში გაიმართება."გერმანიის კანცლერის თქმით, ტრამპმა პუტინი სამმხრივ შეხვედრაზეც მიიწვია, რათა მოლაპარაკებები "რეალურად დაიწყოს".მერცის თქმით, ტრამპზე შთაბეჭდილება იქონია ევროპელი ლიდერების საერთო პოზიციამ. მან დაამატა, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დაეთმობა."სრულად ცხადია, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა", - თქვა მერცმა და პრეზიდენტი ტრამპი შეაქო განაცხადისთვის, რომ აშშ მზადაა, ევროპას ამ კუთხით დახმარება გაუწიოს. მანამდე, ჟურნალისტებთან ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ უკრაინას არ უნდა აიძულონ ტერიტორიების დათმობა.მერცის განცხადებით, ეს საკითხი თეთრ სახლში აშშ-ის, უკრაინის პრეზიდენტებისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე არ განხილულა.გერმანიის კანცლერის თქმით, სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ არ შეუძლია ასეთი რამის გადაწყვეტა.„მესამე ასპექტი, რომლის შესახებაც მინდა, ვისაუბრო და რომელიც ასევე არ განხილულა, არის ის, რომ უკრაინას არ უნდა აიძულონ ტერიტორიული დათმობები. რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დონბასის თავისუფალ ნაწილებზე უარი თქვას, პერსპექტივაში რომ განვიხილოთ, ეკვივალენტურია იმისა, რომ აშშ-ს ფლორიდაზე უარის თქმა მოუწიოს. სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ არ შეუძლია ასეთი რამის გადაწყვეტა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ თავად უნდა მიიღოს მოლაპარაკებების მსვლელობისას“, – თქვა მერცმა.18 აგვისტოს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა.

1755589071

ტრამპი ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს

„ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მოგვიანებით, შესაძლოა, მოგაწოდოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროპა სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს იღებს, მაგრამ ამაში ამერიკაც ჩაერთვება.„მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ. ასევე, ჩვენც ჩავერთვებით. ვფიქრობ, თუ მშვიდობას მივაღწევთ, ეს იმუშავებს. არანაირი ეჭვი არ შემაქვს ამაში“, – თქვა ტრამპმა.ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, თუ ვის ხელშია კოზირი, უკრაინის თუ რუსეთის, რაზეც ტრამპმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.„ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ტრამპმა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში ტრამპთან შეხვედრის დაწყებისას კი განაცხადა, "ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა".როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ყოველდღიური თავდასხმის ქვეშ არის.„დღესაც უამრავი თავდასხმა იყო. ბევრი დაშავდა, დაიღუპნენ ბავშვები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მტკიცე ხალხი ვართ და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის იდეას, რომ ეს ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით. მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების „გონივრული შანსი“ არსებობს, თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა ჩატარდება.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მივიდნენ.ევროპელ ლიდერებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი შეუერთდებიან.

1755541565

ФСБ ირწმუნება, რომ ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად დანაღმული სატვირთო რუსეთ...

ФСБ–ს ცნობით, 2025 წელს ეს უკვე მეორე მცდელობაა უკრაინელების, ყირიმის ხიდი დანაღმული სატვირთო მანქანით ააფეთქონ. რუსების მტკიცებით, პირველი ასეთი შემთხვევა წელს, 2 აპრილს, ბელარუს–პოლონეთის საზღვარზე იყო, სადაც რუსეთის მოკავშირე ქვეყანამ ბრესტის სასაზღვრო პუნქტზე სინთეტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმული მიკროავტობუსი დააკავეს.ФСБ–ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ორგანიზატორი, თანამონაწილე უმკაცრესად დაისჯება. უკრაინელებმა ყირიმის ხიდი 2022 წლის შემოდგომაზე ზემოთ მოცემული სცენარის ანალოგიურად ააფეთქეს, რითაც ანექსირებული ყირიმისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას სერიოზული დაზიანება მიადგა. რუსები მაშინაც ირწმუნებოდნენ, რომ დანაღმული სატვირთო საქართველოს გავლით შევიდა რუსეთში. მაშინ საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან შემხებლობა არ აქვს.„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არა ტრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს. მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - აცხადებდა ალექსანდრე დარახველიძე.ამის შემდეგ, 2025 წლის ივნისის დასაწყისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იუწყებოდა, რომ სპეცოპერაციით ზიანი მიაყენა ქერჩის ხიდს, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს. SBU-ს ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ამ დროის მანძილზე 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დანაღმეს ხიდის საყრდენები. უკრაინის მხარის თანახმად, აფეთქებას მშვიდობიანი მოსახლეობიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.

1755510475

ტრამპი: ზელენსკის „დაუყოვნებლივ“ შეუძლია ომის დასრულება, თუ უარს იტყვი...

თეთრი სახლის ლიდერმა „დიდი დღე“ დააანონსა და აღნიშნა, რომ ამერიკის დედაქალაქში „არასდროს ყოფილა ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად“. აშშ–ში ვიზიტის დროს ზელენსკისთან ერთად იქნებიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ფინეთის ლიდერები, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის მეთაური.უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ უკვე ვაშინგტონშია. „ჩვენ ყველას ერთნაირად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. და მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი. ისე არა, როგორც ეს წლების წინ იყო, როდესაც უკრაინას ყირიმის და დონბასის ნაწილის დათმობა აიძულეს, ხოლო პუტინმა ეს ტერიტორიები ახალი თავდასხმისთვის პლაცდარმად გამოიყენა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს, რომელმაც დაიყო ის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ–თან და ევროკავშირთან ერთად კიევი შეძლებს ამის გაკეთება აიძულოს მოსკოვს.CNN აღნიშნავს, რომ ტრამპის ბოლო განცხადება ზეწოლის დემონსტრირებაა, რომლის წინაშეც აღმოჩნდება ზელენსკი თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე. ამასთან, ყირიმის დათმობა, რომლის ანექსიაც უკანონოდ რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, ასევე NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ომის შეწყვეტის პირობებშია მოყვანილი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა წამოაყენა.ტერიტორიების დათმობისკენ მოწოდებების საპასუხოდ უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ კიევი მშვიდობის სანაცვლოდ არ იტყვის იმ ტერიტორიებზე უარს, რომლებსაც დღეს აკონტროლებს. მისივე თქმით, უკრაინის კონსტიტუცია შეუძლებელს ხდის ტერიტორიების ჩაბარებას, ან მიწით ვაჭრობას.

1755496296

ამერიკელთა 60% ტრამპისგან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გონივრულ გ...

Politico-ს ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, ხოლო შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი ტრამპის უნარის მიმართ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.რესპონდენტთა თითქმის 60%-მა განაცხადა, რომ ისინი „არც ისე დარწმუნებული“ ან „საერთოდ არ არიან დარწმუნებული“ იმაში, რომ ტრამპს შეუძლია ევროპის ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის თაობაზე „გონივრული გადაწყვეტილების“ მიღება.ამასთან, ამერიკელთა აზრი თანაბრად გაიყო იმ საკითხზე, აქვს თუ არა აშშ-ს ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში.აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.ამ  ეტაპზე კი ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დროშებითა და უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა.აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერებით: „პუტინ, წადი სახლში და ჯოჯოხეთში“, „გაათავისუფლე უკრაინა“, „უკრაინა და ალასკა აღარ იქნება რუსეთი“, „გაეთრიე უკრაინიდან“ და სხვა.მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი შეთანხმების მიღწევას აპირებს.

1755253968

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ანკორიჯში თბილისის დროით 23:00 საათზე გაი...

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი თეთრ სახლს პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დატოვებს, ხოლო ანკორიჯს იმავე დღეს, ალასკის დროით – 17:45 საათზე.„თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი შაბათს, დილით ადრე დაბრუნდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.რუსული მედიის ცნობით, ალასკაში, ანკორიჯის აეროპორტში უკვე დაეშვა კრემლის ორი სპეცბორტი. 

1755239825