საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება - მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში. საქსტატი აღნიშნავს, რომ აღწერის წინასწარი შედეგები, რომელიც მოიცავდა მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების, საქალაქო-სასოფლო ტიპის დასახლების და სქესის მიხედვით, გამოქვეყნდა 2025 წლის ივნისის ბოლოს.საქსტატის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით.საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577) ქალია, ხოლო 48% (1 881 004) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54%-ს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49%-ს.მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62% (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38% (1 487 350 კაცი).რეგიონების მიხედვით, საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით. საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24%-ს.ამასთან, საქსტატის მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-39 (7.6%), 10-14 (7.4%) და 30-34 (7.2%) ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას.2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11%.ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია მოსახლეობის განაწილება რეგიონების მიხედვით:
1776843672
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში $2.41 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($203.2 მლნ) ყირგიზეთი ($190.9 მლნ) რუსეთი ($145.5 მლნ) 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($657.3 მლნ) რუსეთი ($592.5 მლნ) ჩინეთი ($487.6 მლნ) 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($802.1 მლნ) რუსეთი ($738 მლნ) ჩინეთი ($690.7 მლნ) საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $364.5 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 21.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $208.1 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 12.1%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $169.9 მლნ-ით (9.9%).უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $632.2 მლნ და მთელი იმპორტის 15.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $338.6 მლნ-ით (იმპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $204.1 მლნ-ით (იმპორტის 4.9%).
1776671041
2026 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.8%), რამაც 1.43 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (4.7%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (27.1%). გარდა ამისა, ფასების 0.8%-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პ.პ. შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 33%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.11 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (42.8%) დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (7.8%) და სასმელებზე (6.2%) ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.22 პ.პ.-ით იქონია გავლენა წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პ.პ.-ით იქონია გავლენა
1776669144
კარტოფილის წარმოება 6.1%-ით შემცირდა და 207.9 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში წარმოებულია 146.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 8.9%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.2025 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.7 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 14.5 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.6 ტონა/ჰა.საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 184.3 ათასი ჰა შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8%-ით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 1.3%-ით და შეადგინა 60.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 4.9%-ით და შეადგინა 123.9 ათასი ჰექტარი.ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 65.3 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 49.4 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 24 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 14.3 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 10.3 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში წარმოებულია 205.6 ათასი ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც 15.6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ხილის განაწილებას სახეობების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 72.3 ათასი ტონა თესლოვანი ხილი (19.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე), ასევე 53.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (30.5%-ით ნაკლებია), 53.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (2.7%-ით მეტია), 17.4 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (1.2%-ით მეტია) და 8.7 ათასი ტონა კენკროვანი ხილი (16%-ით მეტია).2025 წელს წარმოებულია 347.4 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 0.4%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
1776242349
აქედან, ექსპორტი $1,72 მლრდ იყო (გაიზარდა 23.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი $4,14 მლრდ (შემცირდა 7.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში $2,41 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 აპრილს.
1776154317
მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3%-ით არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.7%-ით სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.7%-იანი კლებით, რამაც -0.44 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.4%-ით.ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.6%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 2.89 და 0.29 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 23.7%-ით.
1775459487
საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.33 პ.პ.-ით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9%);სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.32 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1%), ზეთი და ცხიმი (1.7%), პური და პურპროდუქტები (1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3%), თევზეული (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1%);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.6%).წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.2%), ხილი და ყურძენი (13.4%), პური და პურპროდუქტები (9.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%), ზეთი და ცხიმი (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1%);ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.7%); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.48 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.3%);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც 0.39 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6%).
1775200203
2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1%.2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.2025 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8%-ით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 743 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (585 კაცი).2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა.2025 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.1 პრომილე შეადგინა. 2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა.ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.2025 წელს, რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.2025 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
1774598649
2026 წლის იანვართან შედარებით ფასები 2.2%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.17 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.5%), რამაც -0.38 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.5%) და ძირითად ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე (-6.1%).გარდა ამისა, ფასების 1.9%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პ.პ. შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 34.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.19 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (47.6%) დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.24 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (10.3%) და ძირითად ლითონებზე (11.2%) ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.11 პ.პ.-ით იქონია გავლენა წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.16 პ.პ.-ით იქონია გავლენა
1773993618
4Q25-ში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (22%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.4%), განათლება (17.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (11%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (8.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (6.2%).კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.5%).საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6%) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9%), მშენებლობა (8.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8%), განათლება (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8%).დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს.
1773992934