თბილისი (GBC) –  APPLE-ის მიმწოდებელი ქარხანა ჩინეთში Foxconn მუშახელის დეფიციტს ორიგინალურად ებრძვის.

თუ ჩინეთის ქალაქ ჟენგჯოს ქარხანაში თანამშრომლები წარმატებით მიიყვანენ მეგობარს ან ოჯახის წევრს სამუშაოდ, ისინი 1000იუანს ($141) მიიღებენ საჩუქრად.

ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გასულ კვირას მიიღო. მიზეზი ქარხანაში თანამშრომლების გაფიცვა იყო.

Foxconn მუშახელს რეკრუტირებაში სხვადასხვა საბონუსე სისტემებსაც სთავაზობს.