თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორი აგშინ ველიევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ რეგულატორის მიერ სამშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამრიგად, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორების რაოდენობა ექვსამდე შემცირდა.