თბილისი (GBC) –  ცნობილი ონლაინ სასწავლო პლატფორმა RankingRoyals მსოფლიოს „ყველაზე ძლიერ“ პასპორტების სიას აქვეყნებს.

კვლევაში მოცემულია პასპორტების რეიტინგი, რომლითაც ყველაზე მეტ ქვეყანაში შეიძლება უვიზო მოგზაურობა.

სიის პირველ ადგილს იაპონია და სინგაპური იყოფენ. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ მსოფლიოს 193 ქვეყანაში უვიზოდ იმოგზაურონ.

მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეის მოქალაქეებს შეუძლიათ 192 ქვეყანაში უვიზოდ შესვლა.

მესამეზე კი გერმანიაა 191 ქვეყნით.

დანარჩენი ქვეყნები კი ასე გამოიყურება:

საქართველო სიაში 50 ადგილზეა. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე 116 ქვეყანაში მოგზაურობა.