თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და ₾64.7 მლრდ შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 3Q25-ში მისი მოცულობა ₾25.4 მლრდ-ით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7%-ით მეტია.

3Q25-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5% — საშუალოზე, ხოლო 18% კი — მცირე ბიზნესზე.
განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1%, საშუალოზე — 23.2%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 30.8%.
საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა ₾33.5 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა ₾19.2 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით მეტი) შეადგინა.
3Q25-ში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43% ქალი იყო, ხოლო 57% — კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.1% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.9% — საშუალოზე, ხოლო 38% — მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 758 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 624.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1%-ით მეტი).
საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 420.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ₾230.8-ით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 846.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 144.5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:
- მსხვილი ბიზნესი – 2 498.3 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 2 801.6 ლარი
- მცირე ბიზნესი – 2 072.5 ლარი
3Q25-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.5%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.5%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 7.8%-იანი წილით, მშენებლობა — 6.3%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4%-იანი წილით, ხოლო 10% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
3Q25-ში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს ვაჭრობა (18.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (18.3%), მშენებლობა (18.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.1%-იანი წილი ეჭირა.
საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.1, 11.3 და 9.2%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.5%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7%) დარგის საწარმოებზეც.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:
- თბილისი – 66.1%
- აჭარის ა.რ. – 9.7%
- იმერეთი – 6.2%
- ქვემო ქართლი – 5.2%
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%
- კახეთი – 2.8%
- შიდა ქართლი – 2.2%
- მცხეთა-მთიანეთი – 1.8%
- სამცხე-ჯავახეთი – 1.4%
- გურია – 0.9%
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3%