თბილისი (GBC)- ქართული ფილმის განვითარების ფონდმა 2.8 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი მოიცავს, პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის მიზანია, ბილეთების ყიდვა/გაყიდვის პლატფორმის შექმნა.

ტენდერში წინადადებების მიღება 26 სექტემბერს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერს სამი კანდიდატი ჰყავდა. ესენია:

შპს ვოლტს - 2.8 მლნ ლარის შეთავაზებით;

ორიენტ ლოჯიკ - 2.4 მლნ ლარის შეთავაზებით;

QWERTY US LLC – 2.3 მლნ ლარის შეთავაზებით.

ვინაიდან „QWERTY US“-ის შეთავაზება ყველაზე დაბალია, ის აღნიშნულ ტენდერში ფავორიტია.

დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების მიწოდების ვადად განსაზღვრულია 24 თვე.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, შემსრულებელმა უნდა დაიცვას Agile Scrum– ის დეველოპმენტის
მეთოდოლოგია.
სისტემის დანერგვისას საჭიროა DevOps მიდგომის გამოყენება, კერძოდ CI/CD პაიპლაინების აწყობა შესაბამის ბრენჩებსა და გარემოებს შორის, რათა ავტომატურად მოხდეს ახალი რელიზების მიწოდება დამკვეთისათვის.
შემსრულებელმა უნდა გამოიყენოს პროგრამირების ენის შესაბამისი
დასახელებების სქემა.
შემსრულებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი დეველოპმენტის, სატესტო და რეალური გარემოს შექმნა Amazon-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში.

მოთხოვნების დეტალური აღწერილობა იხილეთ ბმულზე.

პრეტენდენტს, 2020 წლიდან დღემდე, შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური შინაარსის სამუშაო, ჯამური ღირებულებით 2.5 მლნ ლარი.

გარდა ამისა, კანდიდატს მოეთხოვება ჰყავდეს, კვალიფიციური პროგრამისტები. დეტალურად იხილეთ ბმულზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე „QWERTY US LLC“-ის მოგებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ასევე აღნიშნული სახელწოდებით, საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზეც არ არის ინფორმაცია.