თბილისი (GBC) - "ვილა" და "ვილა გოლდი" მარკეტებში მალე დაბრუნდება. ყავის მწარმოებლის (შპს ტრეიდრი) დაჯარიმებაზე და წარმოების დალუქვაზე ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) გაავრცელა, რამაც მომხმარებელი შეაშფოთა.

ბიზნესოპერატორი განმარტავს, რომ ეტიკეტზე შესაბამისი მინიშნებით, პროდუქციაში 30%-მდე ბარდის არსებოვბას კანონი არ კრძალავს. ბარდა ეკოლოგიურადს სუფთა და ვარგისია. დარღვევა ეხება მხოლოდ დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებას. 

ყავის მარცვალში შერეული ბარდის მარცვალი ზედამხედველისთვის მიკვლევადი უნდა იყო. მწარმოებელი ვალდებულია იქონიოს საბუთი, რომლითაც იდენტიფიცირდება მიმწოდებელი ან კომპანია, სადაც არის ბარდა შეძენილი. 

სეს-მ ბიზნესოპერატორი 1 000 ლარით დააჯარიმა. "ტრეიდერის"დირექტორის გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით, სააგენტოს რეკომენდახცია გათვალისწინებულია და ელოდება სეს-ის გადამოწმებას, რომ საქმიანობა განაახლოს.