თბილისი (GBC) – გასულ წელს საქართველოში $47.7 მლნ-ის 32.6 ათასი ტონა მზესუმზირას ზეთი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 1.4%-ით, ხოლო რაოდენობაში 13.6%-ით არის შემცირებული 2021 წელთან შედარებით.
2022 წელს იმპორტირებული ზეთის ფასი 14.2%-ით გაიზარდა. თუ 2021 წელს 1 ლიტრი ზეთის საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო, 2022 წელს ზეთის ფასმა 1.7 დოლარი შეადგინა.
2022 წელს ზეთის იმპორტის 87% რუსეთიდან განხორციელდა.
შესაბამისად ტოპ 5 საიმპორტო ქვეყანა ასე გადანაწილდა:
| # | ქვეყანა | თანხა | რაოდენობა ათასი ტონა | %-წილი | 1 ლიტრის ფასი | 
| 1 | რუსეთი | $41.4 მლნ | 24.8 | 87 % | $1.7 | 
| 2 | აზერბაიჯანი | $3.7 მლნ | 1.8 | 7.7 % | $2.0 | 
| 3 | უკრაინა | $1.2 მლნ | 0.77 | 2.5 % | $1.5 | 
| 4 | თურქეთი | $0.7 მლნ | 0.33 | 1.4 % | $2.0 | 
| 5 | ყაზახეთი | $0.6 მლნ | 0.31 | 1.2 % | $1.8 | 
 
     
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
         
         
         
        