თბილისი (GBC) -  გალტ & თაგარტის 22–26 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად სებ-მა 2024 წლის ივნისში 102 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის რყევების შესამსუბუქებლად.

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, ჯამურად, 2024 წლის I ნახევარში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 67 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (იანვარ-აპრილში შეისყიდა 286.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მაისს-ივნისში გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი).